მთავარისიახლეებიმსოფლიომსოფლიომ 2017 წლის დადგომა იზეიმა

მსოფლიომ 2017 წლის დადგომა იზეიმა

Published on

მსოფლიომ 2017 წლის დადგომა იზეიმა.
მეგაპოლისებმა მილიონობით მაყურებელს შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს. ევროპის ქალაქებში, რიო დეჟანეიროსა და დუბაიში ღირსშესანიშნავი ადგილები ფოიერვერკებმა გაანათეს.
საუკუნოვან ტრადიციას ნიუ-იორკმა არც წელს უღალატა, ტაიმ სკვერზე საზეიმო ცერემონიის კულმინაცია, ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ბროლის ბურთის დაშვება გახდა. წელს ღილაკზე თითის დაჭერის პატივი გაეროს უკვე ყოფილ გენერალურ მდივანს პან გი მუნს ერგო, რომელსაც უფლებამოსილების ვადა სწორედ ღამის 12:00 საათზე ამოეწურა.
საახალწლო კონცერტითა და ფეირვერკების შოუთი აღნიშნეს 2017 წლის დადგომა გერმანიის დედაქალაქშიც. ორი კვირის წინ საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტის მიუხედავად, ახალ წელს ქუჩაში უამრავი ადამიანი შეხვდა. ფეიერვერკები ბერლინში ბრანდენბურგის კარიბჭის მიმდებარე შენობებიდან გაუშვეს. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...