მთავარისიახლეებიმსოფლიოახალი წლის ტრაგიკული ღამე სტამბოლში

ახალი წლის ტრაგიკული ღამე სტამბოლში

Published on

ახალი წლის ღამე სტამბოლისთვის მორიგ ტრაგედიად იქცა. შეიარაღებულმა პირმა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღამის კლუბში, სადაც ახალი წლის დადგომას აღნიშნავდნენ,  ცეცხლი გახსნა. დაღუპულია 39 ადამიანი, 70-მდე კი დაჭრილია. გარდაცვლილთა შორის 20-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამართალდამცველები თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებენ.
უკვე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელიც სტამბოლში მომხდარი თავდასხმის პირველ წუთებს ასახავს. უსაფრთხოების კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ შეიარაღებული პირი სროლას ქუჩაში იწყებს, შემდეგ კი ღამის კლუბში იჭრება.
საზარელი თავდასხმა ახალი წლის დადგომიდან ერთ საათში მოხდა. ტერორისტმა სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღამის კლუბის წინ ჯერ დაცვის სამსახურის თანამშრომელი და სამართალდამცველი მოკლა, შემდეგ ცეცხლი შენობაში მყოფებს გაუხსნა, საბოლოოდ კი მიიმალა.
ამ დროისთვის მხოლოდ 21 დაღუპულის ვინაობაა დადგენილი.
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...