მთავარისიახლეებიმსოფლიოობამას ადმინისტრაციის მიერ გაძევებული რუსი დიპლომატები შეერთებულ შტატებს ტოვებენ

ობამას ადმინისტრაციის მიერ გაძევებული რუსი დიპლომატები შეერთებულ შტატებს ტოვებენ

Published on

რუსი დიპლომატები, ოჯახის წევრებთან ერთად შეერთებულ შტატებს ტოვებენ. ობამას ადმინისტრაციის მიერ დამატებითი სანქციების ამოქმედების გამო, ქვეყანა რუსეთის 96-მა მოქალაქემ უნდა დატოვოს.
 
ვაშინგტონი მოსკოვის მხრიდან საპასუხო ზომების მოლოდინშია. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი აქვთ.
 
აშშ-სა და რუსეთს შორის ბოლო დიპლომატიური სკანდალის კულმინაცია ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება იყო. რუსეთის პრეზიდენტი რუსი დიპლომატების აშშ-დან გაძევებას ამერიკელი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებითვე არ პასუხობს და ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესებას დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ შეეცდება. 
 
დონალდ ტრამპმა კი რუსეთის ლიდერის ნაბიჯი დადებითად შეაფასა. შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინის მხრიდან ამერიკელი დიპლომატების გაძევებაზე უარის თქმა ჭკვიანური ნაბიჯი იყო.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებაში კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ობამას გადაწყვეტილება ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებაზეა მიმართული და იმედი გამოთქვეს, რომ ეს ბოლო ნაბიჯია, რომელიც ამ მიზნით მოქმედმა ადმინისტრაციამ გადადგა.
 
„იმის მიუხედავად, რომ დიპლომატია ეფუძნება სარკისებრ ზომებსა და საპასუხო ნაბიჯებს, რუსეთის ფედერაციამ და ოფიციალურმა პირებმა ამერიკული მხარისგან განსხვავებით, სრული სერიოზულობით იფიქრეს იმაზე თუ როგორც იგრძნობდნენ თავს ჩვენი ამერიკელი კოლეგები საპასუხო ზომების შემთხვევაში. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ბოლო ნაბიჯია, რომელიც მოქმედმა ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებისთვის გადადგა და ბოლო უცნაური და არაჭკვიანური გადაწყვეტილებაა,“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
 
შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე მოსკოვს ხისტი გადაწყვეტილებებით პასუხობს. ვაშინგტონზე ​კიბერშეტავას და არჩევნების პროცესში ჩარევას რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევება მოჰყვა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...