მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმი ქართველებისთვის ბინადრობის უფლების გაცემის საფუძვლებს უცვლელად ტოვებს

სოხუმი ქართველებისთვის ბინადრობის უფლების გაცემის საფუძვლებს უცვლელად ტოვებს

Published on

აფხაზეთს ე.წ.  პარლამენტმა გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა ცვლილებები კანონში ,,უცხოეთის მოქალაეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ , რომელიც არეგულირებს უცხოეთის მოქალაეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ბინადრობის უფლების გაცემის წესს. 
 
პარლამენტში დე – ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა დიმიტრი შამბამ  აღნიშნა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს  კანონის მეათე მუხლში, რომელშიც ჩამოყალიბებულია ბინადრობის უფლების გაცემის საფუძვლები.
,,დღეს ბინადრობის უფლების გაცემა მხოლოდ ორ საფუძველზე ხდება, ერთ შემთხვევაში, ბინადრობის უფლება გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც ქორწინებაში იმყოფება აფხაზეთის მოქალაქესთან,   მეორე შემთხვევაში – მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც აფხაზეთის ფრესპუბლიკის ტერიტორიაზე 1999 წლის 12 ოქტომბრიდან, აფხაზეთის სახელმწიფო დამოუკიდებლობის აქტის მიღების მომენტიდან  ცხოვრობს.
წარმოდგენილი კანონპროექტი  გვთვაზობს ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს მესამე საფუძველსაც, რომლის თანახმად,  ბინადრობის უფლება მიეცემა  არა უბრალოდ მოქალაქეობის არმქონე პირებს, არამედ სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელნიც დაბადებული არიან აფხაზეთის რესპუბლიკის გალის რაიონის ტერიტორიაზე და ათი წლის მანძილზე უწყვეტად ცხოვრობენ აქ 1999 წლის 12 ოქტომბრიდან პერიოდში.’’  – განაცხადა შამბამ. 
 
დეპუტატთა უმრავლესობამ კატეგორიულად გაილაშქრა ამ ცვლილების წინააღმდეგ, მათი მოსაზრებები წარმოადგინა დეპუტატმა იური ზუხბამ.
,,ამ ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში გამოდის, რომ კანონი მიიღება ერთი, ცალკე არებული რაიონისათვის, რაც  უკვე გაუმართლებელია, მით უფრო, რომ თუ ასე მოხდა, ზედ საზღვრის პირას მივიღებთ რაიონს, სადაც გვეყოლება ჩვენს მიერ საქართველოს მოქალაქეებად ოფიციალურად აღიარებული ათასობით ადამიანი’’. – განაცხადა მან. 
 
თავის მხრივ, დიმიტრი შამბამ აღნიშნა: ,,ის ფაქტი, რომ რომ უცხო ქვეყნის მოქალაეებს ვაძლევთ ბინადრობის უფლებას და ვაკანონებთ მათ სტატუსს, უკვე თავისთავად წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ კიდევ უფრო რთულ პრობლემას ქმნის  ის, რომ   ბინადრობის უფლების შესახებ დოკუმენტის მიღების  შემდეგ მათ ეხსნებათ მოქალაქეობის მიღების გზაც. ამიტომ სემოტავაზებულ ცვლილებას აქვს თავისი პლუსი: , თუკი პირი აქ იცხოვრებს უცხო ქვეყნის მოქალაქის  ბინადრობის უფლებით, სანამ უარს არ იტყვის უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე, აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქე ვერ გახდება. 
 
პარლამენტში გამართული ცხარე დებატების შემდეგ, კანონი დამტკიცდა ისე, რომ მასში აღნიშნული  ცვლილება არ იქნა შეტანილი.
 

სიახლეები

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...

ტრამპი ირანს ულტიმატუმს უყენებს და ელექტროსადგურებზე დარტყმით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ახალი ულტიმატუმი წაუყენა — იგი ჰორმუზის სრუტის სრულ გახსნას...

გურამ კაშია, სანაკრებო კარიერას 2026 წლის ივნისში დაასრულებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, სანაკრებო კარიერას 2026 წლის ივნისში დაასრულებს. ინფორმაცია ფეხბურთელმა 23...

სიონის საპატრიარქო ტაძარი დილიდან, საღამოს 20:00 საათამდე იქნება ღია

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საფლავზე, პატივის მისაგებად...