ნიკა გვარამია: ქართული სახელმწიფო და სასამართლო სისტემა ფინანსურად კლავს რუსთავი 2 – ს

0
397
რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ   გამართა საგანგებო ბრიფინგი, რომელზეც ტელეკომპანიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა. მან განაცხადა რომ უზენაესმა სასამართლომ ვერ გამონახა დრო ემსჯელა რუსთავი 2-თვის ყადაღის მოხსნის საკითხზე სასამართლო პროცესის დასრულებამდე. 
 
„მთელი წელიწადზე მეტი გავიდა, რაც რუსთავი 2-ის და TV საქართველოს მთელ ქონებას ადევს ყადაღა, შესაბამისად ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას მივმართოთ ბანკებს ოვერდრაფტისთვის ან სესხისთვის. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არცერთი დღით არ დაგვიგვიანებია ხელფასის გაცემა, სამწუხაროდ, ვაგვიანებთ ვალდებულების გაცემას კრედიტორების წინაშე და  საგადასახადო ვალდებულების აღსრულებას. უკვე ერთი თვეა ხაზინაში ვერ მოვახერხეთ ვალდებულების ჩარიცხვა.
 
"ამ სიტუაციაში მათ შორის სახელმწიფოს წინაშე ჩვენი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის მთლიანად გამოწვეული უკანონო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია ამგვარი გადაწყვეტილებით, იმ ბრძოლის ბრალია, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ აწარმოებს ქართული სახელმწიფო და რაშიც ჩართულია სასამართლო სისტემა.
 
"სამწუხაროდ უზენაესმა სასამართლომ ვერ გამონახა დრო რომ ემსჯელა ჩვენს შუამდგომლობაზე, ვიდრე სასამართლო დასრულდებოდა ყადაღა მოხსნილიყო და ჩვენ შეგვძლებოდა ფინანსური ოპერირება და დღეს უკვე მივედით ამ მდგომარეობამდე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შიდა ვალდებულებების გასტუმრება, მაგრამ უკვე გვიდგას პრობლემა გარე ვალდებულებების გასტუმრების და მათ შორის საგადასახადო ვალდებულებების გასტუმრების. აუცილებლად დავდგებით იმ მომენტის წინაშე, როდესაც ჩვენ გვექნება პრობლემები შიდა ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებითაც. იმიტომ, რომ ჩვენ ვფუნქციონირებთ, როგორც ალყა შემორტყმული ციხე-სიმაგრე. იმდენად რამდენადაც ჩვენთვის შეუძლებელია ის, რაც ჩვენი კონკურენტისთვის, რომელიც ჩვენსავით საკუთარი შემოავლებით კი არც ცხოვრობს, არამედ დამფუძნებლების დონაციებით ფინანსური დახმარებით და ასე შემდეგ. მათთვისაც კი საჭიროა საბანკო ინსტიტუციებს მიმართონ.
 
"მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებას, დაანებეთ რუსთავი 2-ს თავი. გადაწყვიტეთ რუსთავი 2-ის საქმე ობიექტურად და ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, მოხსენით ყადაღა, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ შეუძლებელი გახდეს ჩვენი ფინანსური საქმიანობა ისე, როგორც ეს შეეფერება ამხელა კომპანიას, და ჩვენ ძალიან მაღალბიუჯეტიანი კომპანია ვართ, რომელიც ასაქმებს 1000-მდე ადამიანს. ეს არის 1000 მდე დასაქმებული ადამიანი. კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მათ შორის საგადასახადო სამსახურსაც, ჩვენ ვერ შევასრულებთ საგადასახადო ვალდებულებებს, ვიდრე ეს დავა არ მორჩება ან ჩვენს ქონებას წინმსწრებად არ მოეხსნება ყადაღა. ჩვენი საკუთრებისა  და  ანგარიშებისთვის საინკასო დავალების დადება იქნება ჩვენი ფინანსური მკვლელობა,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
წინა სტატიაზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში ფოტოგამოფენა გაიმართა
შემდეგი სტატია,,ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია” – პრემიერმა 2016 წლის შედეგები შეაჯამა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური