მთავარისიახლეებისპორტი,,იმედი“ რეგიონალურ ტელევიზიებსაც ყიდულობს?

,,იმედი“ რეგიონალურ ტელევიზიებსაც ყიდულობს?

Published on

ტელეკომპანია ,,იმედის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძის განცხადებით, ,,მაესტრო“ წამგებიანი ტელევიზიაა და ასევე მისი თქმით, საქართველოში არსებობს კიდევ სხვა ბევრი წამგებიანი ტელევიზია, რომელთა შესყიდვაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
,,პირველი რადიოს“ ინფორმაციით, საუბარია ,,იმედის“ მიერ რეგიონულ ტელევიზიების შესყიდვაზე და ერთ ჰოლდინგში გაერთიანებაზე, როგორც ეს ,,მაესტროსა“ და ,,GDS”-ის შემთხვევაში მოხდა.
 
რეგიონული ტელევიზიების ასოციაციის პრეზიდენტის, ნათია კუპრეიშვილის თქმით, მსგავსი მოლაპარაკების შესახებ მას ამ დრომდე არ სმენია, თუმცა ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას აღნიშნა, ვერ გამორიცხავს, რომ მსგავსი მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს.
,, მე ამ დრომდე არაფერი მსმენია, თუმცა რეგიონული ტელევიზიების ნაწილს წინასაარჩევნოდ თავად გაცხადებული ჰქონდა გაყიდვის სურვილი. ერთადერთი ეს მახსენდება. ისინი თავად საუბრობდნენ სამწუხაროდ ღიად საკუთარ წამგებიანობაზე, ვერ დავადასტურებ ,რომ რუხაძის ეს განცხადება შესაძლოა, რეგიონულ ტელევიზიებს უკავშირდებოდეს, დღეს ვხვდები მე რეგიონულ მედიას და აქამდე მეცოდინებოდა მსგავსი მოლაპარაკება რომ იყოს, თუმცა შესაძლებელია და ვერ გამოვრიცხავ,“- განუცხადა კუპრეიშვილმა ,,პირველ რადიოს“.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...