მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს პატრიარქმა უკვე დატოვა თოდუას კლინიკა, სადაც გამოკვლევა...

საქართველოს პატრიარქმა უკვე დატოვა თოდუას კლინიკა, სადაც გამოკვლევა ჩაუტარდა

Published on

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელსაც რამდენიმე დღეა აღენიშნება  გრიპის ვირუსი მაღალი ტემპერატურის ფონზე და ზოგადი სისუსტე , ამასთან  ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებით გამოწვეული   მცირე დისკომფორტი,  გართულებების თავიდან აცილების მიზნით დღეს დილით  ფრიდონ თოდუას ცენტრში გადაიყვანეს. ამ დროისათვის გავრცელებული ცნობით, პატრიარქს უკვე ჩაუტარდა გამოკვლევა  და კლინიკა დატოვა.   
 
„პრევენციისთვის, ჩვენ გამოკვლევები ჩავატარეთ და ვნახეთ, რომ ნაღვლის ბუშტი გაღიზიანებულია. სპეციალისტები იმსჯელებენ და გაირკვევა, მკურნალობის ტაქტიკა შევცვალოთ თუ არა. . თავად წამობრძანდა და უკვე საპატრიარქოში ბრუნდება. ვირუსული ინფექციის ფონზე ყველა სავარაუდო გართულება შეიძლება გააქტიურდეს, პროვოცირება მისცეს. ამიტომ პროფილაქტიკისთვის გამოკვლევა ჩაუტარდა“, – განაცხადა საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ .

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...