მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსებისათვის აფხაზეთის ,,პარლამენტში'' კვოტების შემოღება იგეგმება

რუსებისათვის აფხაზეთის ,,პარლამენტში” კვოტების შემოღება იგეგმება

Published on

პარტია ,,ედინაია აბხაზიას’’ პოლიტსაბჭო გამოდის ინიციატივით აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნების წინ შემოღებულ იქნას კვოტები რუსი ეროვნების მოქალაქეებისათვის.
 
,,აუცილებლად მიგვაჩნია აღდგეს პარლამენტის ფორმირების პრაქტიკა, რომელსაც პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას მმართველობის წლებში ჩაეყარა საფუძველი და ითვალისწინებდა   კვოტებს ჩვენი ქვეყნის რამდენიმე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისათვის პარლამენტში. ამ პრაქტიკაზე უარის თქმამ მიგვიყვანა იქამადე, რომ დღეს აფხაზეთის პარლამენტში წარმოდგენილნი არ არიან რუსი ეროვნების მოქალაქეები– ნათქვამია ,,ედინაია აბხაზიას’’ მიმართვაში დე ფაქტო პრეზიდენტისადმი,  პარლამენტის სპიკერისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისადმი , რომელიც დღეს გავრცელდა აფხაზეთის მედიაში. 
 
,,უნდა შემუშავდეს  ამ წინადადების განხორციელებაზე მიმართული მექანიზმი, რომლის საფუძველზე  საზოგადოება მიიღებს საარჩევნო სისტემას და შესაბამისად საკანონმდებლო ორგანოს, სადაც ფართოდ იქნება წარმოდგენილი მრავალეროვანი აფხაზეთის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები – აცხადებს ,,ედინაია აბხაზია.’’
 
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პარლამენტში აფხაზების გარდა მხოლოდ სომხები არიან წარმოდგენილი,  თუმცა ისინიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ ეს რაოდენობა ( 3 წევრი) არ შეესაბამება აფხაზეთის მოსახლეობაში სომხების პროცენტულ შემადგენლობას. რაც შეეხება გალის ქართველ მოსახლეობას, ისინი აფხაზებს სათვალავშიც არა ჰყავთ.  
 

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...