მთავარისიახლეებიმსოფლიოპუტინის მესაიდუმლე გარდაცვლილი იპოვეს

პუტინის მესაიდუმლე გარდაცვლილი იპოვეს

Published on

26 დეკემბერს დილით მოსკოვის ცენტრში "როსნეფტის" პრეზიდენტის იგორ სეჩინის აპარატის ხელმძღვანელი, ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი, 61 წლის  ოლეგ ეროვინკინი გარდაცვლილი იპოვეს. – ცნობას ამის სესახებ სააგენტო ,,ობოზრევატელი'' ავრცელებს 
 
მისი  ცხედარი აღმოაჩინეს სამსახურებრივი ავტომანქანის Lexus-ის სალონში, მის გარდაცვალების მიზეზებს ФСБ-ს თანამშრომლები არკვევენ,  თუმცა უკვე არსებობს მედიცინის ექსერტიზის დასკვნა.
 
 კომპანიის პრესმდივანი მიხეილ ლეონტევი   გარდაცვალების რეალურ   მიზეზად  გულის პრობლემას ასახელებს, თუმცა იქვე განმარტავს, რომ გარდაცვლილი თავს შესანიშნავად გრძნობდა.
 
ეროვინკინი  ФСБ-ს გენერალი იყო, . სსრკ-ს პერიოდში,  1976 წლიდან 90-იანი წლების დასაწყისამდე  იგი КГБ-ს ორგანოებში მსახურობდა, შემდეგ პრეზიდენტ ბორის ელცინის ადმინისტრაციაში გადავიდა , ხოლო 1994 წელს  პრეზიდენტის აპარატის სახელმწიფო საიდუმლოებების დაცვის უფროსის თანაშემწედ დაინიშნა. ამის შემდეგ ეროვინკინი მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის საიდუმლო დოკუმენტების და სახელმწიფო საიდუმლოებების ასევე,  ინფორმაციების და დოკუმენტაციის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად.
 
2008 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის, იგორ სეჩინის სამდივნოს, რომელიც შედის პრეზიდენტ პუტინის ახლობლების გარემოცვაში. 2012 წელს სეჩინთან ერთად სამუშაოდ "როსნეფტში" გადავიდა.
 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...