მთავარისიახლეებიმსოფლიოტუ 154, რომლის ბორტზეც 92 ადამიანი იმყოფებოდა, სოჭის სიახლოვეს ჩამოვარდა

ტუ 154, რომლის ბორტზეც 92 ადამიანი იმყოფებოდა, სოჭის სიახლოვეს ჩამოვარდა

Published on

ამ დრომდე ეძებენ სოჭის სანაპიროსთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტებს .
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტუ 154, რომლის ბორტზეც 92 ადამიანი იმყოფებოდა, სოჭის აეროდრომიდან აფრენიდან 20 წუთში,  5 საათსა და 27 წუთზე რადარებიდან გაქრა და შავ ზღვაში ჩავარდა. ბორტზე ეკიპაჟის 8 წევრი და 84 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის  თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, 9 ჟურნალისტი ( ნტვ პირველი არხისა და ,,ზვეზდას" გადამღები ჯგუფები) და ალექსანდროვის სახელობის  სიმღერისა და  ცეკვის ანსამბლის წევრები, რომლებსაც საახალწლო კონცერტი უნდა გაემართათ რუსი სამხედროებისთვის ხმეიმიმის ბაზაზე.
 
 ,,ტუ 154-ის ფრაგმენტები სოჭის სანაპიროდან კილომეტრნახევარში, 50-70 მეტრის სიღრმეზეა ნაპოვნი.  უკვე ნაპოვნია 7 გარდაცვლილის ცხედარი. სამაშველო-სამძებრო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. თვითმფრინავის ძებნის რაიონში მობილიზებულია 4 საზღვაო ხომალდი, 5 ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატები. სოჭში უკვე გაემგზავრა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია, რომელსაც მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს," – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. 
 
თავდაცვის უწყების ინფორმაციაში ნათქვამია, რომ  ,,ტუ 154 მოსკოვის ჩკალოვსკის აეროდრომიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში მიფრინავდა და   სოჭში, ადლერის აეროდრომზე საწვავის მარაგის შესავსებად დაეშვა,    რის შემდეგაც   აფრინდა და  რადარებიდან გაქრა.'' 
ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა განიხილება, თუმცა გამოძიება პილოტირების შეცდომისა და ტერაქტის ვერსიაზეც მუშაობს. 
საგამოძიებო კომისიას ვლადიმერ პუტინის დავალებით დიმიტრი მედვედევი უხელმძღვანელებს.
 

სიახლეები

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...