მთავარისიახლეებიპოლიტიკაიურიდიულ საკითხთა კომიტეტში შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონპროექტს...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

Published on

  შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. ცვლილებებზე უკვე იმსჯელა პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა.კანონპროექტის მიზანია ისეთი რეგულაციების ამოქმედება, რაც ხელს შეუწყობს გასაშვილებელი ბავშვის სტაბილურ ოჯახურ გარემოში აღზრდას. დგინდება მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა.„დადგინდება ზედა ზღვარი, ასევე კანონპროექტი ადგენს რამდენი უნდა იყოს ასაკობრივი სხვაობა ნაშვილებსა და მშვილებელს შორის. მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ამ პაკეტის, რომ ეკისრებათ ვალდებულება მშვილებლებს, რომ გაიარონ სპეციალური სერთიფიცირებლი მოსამზადებელი კურსები. ეს არის აუცილებელი ბავშვის მომავალი ინტერესებიდან გამომდინარე,“-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.კანონპროექტით საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის, რომელთაც სურთ ბავშვის შვილად აყვანა მკაცრდება ნასამართლეობასთან დაკავშირებული პირობებიც. არსებულ კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაშიც.ელენე ხოშტარიას თქმით, საკითხი სენსიტიურია და ცვლილებებს მიღებამდე საფუძვლიანი მსჯელობა სჭირდება.
 
 

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...