მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წელს 48 ჟურნალისტი დაიღუპა

“ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წელს 48 ჟურნალისტი დაიღუპა

Published on

   "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წელს 48 ჟურნალისტი დაიღუპა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ავრცელებს. ”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” ინფორმაციით, 2016 წელს 48 ჟურნალისტი ან მოკლეს, ან ორმხრივი სროლის და საბრძოლო მოქმედების შუაგულში დაიღუპა, ან სახიფათო დავალების შესრულებას ემსხვერპლა. კომიტეტის წარმომადგენლის კორტნი რაჩის თქმით, დაღუპულ ჟურნალისტთა ნახევარზე მეტი სირიაში, იემენში და ერაყში მუშაობდა. მხოლოდ სირიაში, რომელიც უწყვეტად, ხუთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილად ითვლება, 14 ჟურნალისტი დაიღუპა.მისივე განცხადებით, ისეთ ადგილებშიც, სადაც ჟურნალისტების მკვლელობის სამიზნედ შერჩევა ნაკლებად სავარაუდოა, ცენზურის და დაშინების სხვადასხვა ფორმებს ფართოდ იყენებენ, მაგალითად, თურქეთში, სადაც, კომიტეტის მონაცემების თანახმად, მსოფლიოს ციხეში გამომწყვდეულ ჟურნალისტთა საერთო რიცხვის თითქმის ერთი მესამედია.ჟურნალისტიკის პროფესორის სტივ რეიმერის თქმით, 2013 წლის შემდეგ რუსეთში ჟურნალისტი აღარ მოუკლავთ, მაგრამ ჟურნალისტების და კრიტიკული ხმების დასამუნჯებლად რუსეთმა იმდენი კანონი შემოიღო, რომ ჟურნალისტების მოკვლა არ სჭირდებათ. როგორც ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია იუწყება, 2016 წლის მკვლელობების ნახევარზე მეტი, პოლიტიკური ჯგუფების, მათ შორის ისლამისტური შეიარაღებული ორგანიზაციების ჩადენილია. 
 
 
 
 

სიახლეები

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...