მთავარისიახლეებიპოლიტიკაადვოკატები სასამართლოს დღეს მაია რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართავენ

ადვოკატები სასამართლოს დღეს მაია რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართავენ

Published on

    ადვოკატები სასამართლოს დღეს "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის მაია რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართავენ. როგორც რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა, დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის გათავისუფლებას იშუამდგომლებს, ვინაიდან მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, ადვოკატები სასამართლოს მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციასაც წარუდგენენ და ამის საფუძველზე იშუამდგომლებენ, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, არასაპატიმრო ღონისძიებით შეეცვალოს. "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი კვლავ სამოქალაქო საავადმყოფოში რჩება. მაია რჩეულიშვილი საავადმყოფოში გასულ კვირას გადაიყვანეს.

სიახლეები

14 წლის მოზარდი დედა გახდა – დაკავებულია 2 პირი

იმერეთში, 14 წლის მოზარდი დედა გახდა - "ტაბულას" ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს -...

“ის, რაც სუსმა გააკეთა, არის საბავშვო ბაღი” – გიორგი ლუბარეცი

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი ფეისბუქზე აჯამებს, რაზე მიიღო და რაზე არ მიუღია პასუხი საზოგადოებას ხელისუფლების...

დაუთი- კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პატივი სცეს ეუთოს წინაშე...

ამაღლობელის მხედველობის დაკარგვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას მოითხოვს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხედველობის დაკარვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას...