მთავარისიახლეებიეკონომიკალარი გაუფასურებას განაგრძობს - საპარლამენტო ოპოზიცია ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს პარლამენტში...

ლარი გაუფასურებას განაგრძობს – საპარლამენტო ოპოზიცია ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს პარლამენტში იბარებს

Published on

„ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს პარლამენტში იბარებს დიმიტრი ქუმსიშვილსა და გიორგი გახარიას   გაეგზავნა  ოფიციალური მიმართვა დაესწრონ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომას, რომელიც ლარის გაუფასურების საკითხს ეხება,  და წარმოადგინონ სამოქმედო გეგმა, რომელიც ლარს კიდევ უფრო გაუფასურებისგან დაიცავს. 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს. 
„ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ეკონომიკურ გუნდთან. ჩემზე ბევრად უფრო აქტიური კომუნიკაცია აქვთ შესაბამის დარგობრივ კომიტეტებს: საფინანსო-საბიუჯეტოს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის. ასე რომ, ჩვენ არანაირად არ ვართ მოწყვეტილები იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში ფინანსური კუთხით მიმდინარეობს. პარლამენტი ძალიან აქტიურად არის ჩართული და მე მგონი, ამ წუთში დამატებითი მოწვევის საჭიროება არ არის. ჩვენ ფორმალური და არაფორმალური ფორმატებითაც მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მათთან. თუ მოგვიანებით დამატებითი კითხვები გაგვიჩნდება, პარლამენტს ძალიან თავისუფლად შეუძლია, ეს რესურსი გამოიყენოს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...