მთავარისიახლეებიმსოფლიო,, გახსოვდეთ ალეპო!'' - რუსეთის ელჩის მკვლელობა თურქეთში

,, გახსოვდეთ ალეპო!” – რუსეთის ელჩის მკვლელობა თურქეთში

Published on

მოსკოვი ანკარაში საგამოძიებო ჯგუფს აგზავნის. დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პირისპირ შეხვედრა რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით. ( შეგახსენებთ, გუშინ. ბოლო ინფორმაციით, რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს საგამოფენო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას თავდამსხმელმა ესროლა, რაც ფატალური შედეგით დამთავრდა).
 
თურქეთის ხელისუფლებამ თავდასხმის ორგანიზებაში ფეთულაჰ გიულენის მოძრაობა დაადანაშაულა. თუმცა, ამერიკაში მცხოვრებმა სასრულიერი პირმა რუსეთის ელჩის მკვლელობასთან კავშირი უარყო და დიპლომატის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარი გამოუცხადა. ელჩის მკვლელობიდან რამდენიმე საათში, თურქეთის პრეზიდენტი ტელეფონით ელაპარაკა თავის რუს კოლეგას.   მკვლელობა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმაც და ვლადიმერ პუტინმაც მომხდარი პროვოკაციად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მიზანი თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესება იყო.
 
რუსი დიპლომატის მკვლელობა მრავალ კითხვას ბადებს.
 
რა არის ცნობილი მკვლელზე და მის მოტივაციაზე?
თურქეთის შს მინისტრის ცნობით, რუსეთის ელჩს 22 წლის თურქმა პოლიციელმა მევლუდ მერთ ალთინთაშმა ესროლა.
მკვლელობის შემდეგ თურქმა სამართალდამცველებმა იქვე მოკლეს  ქილერი, რომელიც  22 წლის თურქი პოლიციელი აღმოჩნდა, დაბადებული პროვინცია აიდინში. დამთავრებული ქონდა იზმირის პოლიციის სკოლა. ბოლო ორნახევარი წლის მანძილზე მსახურობდა ანკარაში, სპეცდანიშნულების რაზმში.   თავდაპირველი ცნობებით, ამჟამად მსახურობდა სწორედ იმ გალერეის დაცვაში, სადაც მკვლელობა მოხდა, სხვა ცნობებით, ეს ასე არ არის და უბრალოდ  მკვლელმა დარბაზში შესაღწევად დაცვის სამსახურის თანამშრომლად მოაჩვენა თავი მათ, ვისაც სტუმრების გაკონტროლება ევალებოდა.  თურქეთის ხელისუფლებამ  მოგვიანებით  ჩხრეკა ჩაატარა  მკვლელის მშობლების სახლში, დაკავებული არიან  თავდამსხმელის და და მამა ( ზოგიერთი ცნობით – დედა)
 
რაც შეეხება მოტივაციას, ეს ბოლომდე დადგენილი არ არის, მაგრამ თვითმხილველთა თქმით, სროლისას იგი გაჰყვიროდა ,, გახსოვდეთ ალეპო, გახსოვდეთ სირია! “ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით”,  ამასთან არაბულ ენაზე იმეორებდა ,,ალაჰ აკბარ!'' ( ღმერთი დიდია)
 
შეიძლება თუ არა ეს მკვლელობა აისახოს სირიაში არსებულ ვითარებაზე?
ლონდონელი ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დომითილ საგრამოსო თვლის, რომ აისახება და შესაძლოა უფრო მეტადაც კი, ვიდრე ანკარისა და მოსკოვის ურთიერთობებზე.  ,,ეს ვერ შეარყევს ამ ურთიერთობებს, რამდენადაც თურქეთის ხელისუფლებამ მყისვე გააძლიერა  რუსეთის საელჩოს დაცვა. რაც შეეხება მკვლელობას, ეს არის რეაქცია რუსეთის ქმედებებზე ალეპოში და მოსკოვის პასუხს ისევ და ისევ ალეპოში უნდა ველოდოთ. მე ვფიქრობ, რუსეთი ორმაგი ძალისხმევით გააგრძელებს სამხედრო ჩარევას სირიაში და, შესაბამისად, ეს სირიაზე უფრო აისახება, ვიდრე  თურქეთზე''-  განაცხადა ექსპერტმა.
 
ექსპერტი ჯეიმს ნიკსი აკონკრეტებს რა შეიძლება ამ ინცინდენტს  მოყვეს სირიისათვის – ,, შესაძლოა, რუსეთმა შეცვალოს პოზიცია ალეპოდან ხალხის ევაკუაციაზე, ცნობილია, რომ, არსებული მონაცემებით, რუსეთი ამ საკითხში გარკვეულ დათმობებზე წასვლას გეგმავდა. ახლა ამ უკანდახევას შეიძლება წინ აღუდგნენ რუსი სამხედროები, რომელნიც შურისძიებაზე ალაპარაკდნენ. რაც შეეხება რუსეთ – თურქეთის ურთიერთობებს, მოსკოვი ისარგებლებს ამ ინცინდენტით იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ განუცხადოს მსოფლიოს, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში ერთ ბანაკში იმყოფება თურქეთთან, არა მგონია, მომხდარში  ცალსახად დააადოს ხელი თურქეთს და მაქსიმალურად შეეცდება სათავისოდ გამოიყენოს შექმნილი სიტუაცია. ''  

სიახლეები

შსს-ს თანამშრომელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი სუიციდზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა...

ელისო კილაძეს და კიდევ ხუთ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ე.წ. ქოლცენტრების საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ბრალდებულმა ელისო კილაძემ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის გარდა ყველა ბრალდებულთან...

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...