მთავარისიახლეებიპოლიტიკაელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებზე

ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებზე

Published on

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი გზა არის ერთიანად, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, რომელიც ამ მომენტში აქ არ იმყოფება და ქმედით თავმჯდომარესთან ერთად, ძველი და ახალი გუნდის ერთიანობით მოვახდინოთ ჩვენი ამომრჩევლების ბაზის ზრდა და ასე დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. –  ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ექს-პრეზიდენტის მიერ ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ კონფერენციაზე ვიდეოჩართვისას გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
 
ამასთან, ხოშტარიას თქმით, საქმე გვაქვს პარტიის განვითარებასთან დაკავშირებით ფუნდამენტურად განსხვავებულ ხედვებზე. ,,ძალიან სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადასულია პარტიის რყევაზე და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენებაზე, – ამ საკითხზე საუბარმაც კი, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილში, როგორც მაშინ პარლამენტში შესვლის საკითხმა, გამოიწვია ძალიან გაუგებარი რეაქცია. ის მთავარ ამოცანას აზარალებს იმით, რომ გადასულია შეურაცხყოფაზე და აბსოლუტურად გაუგებარ ბრალდებებზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
 
,,თუ ფუნდამენტურ განსხვავებაშია საქმე, თქვენი ბაზა გვიჩვენეთ, და სააკაშვილის ბაზა თავის საქმეს გააკეთებს ''
,,როცა პირდაპირ ვერ ამბობ, რა გინდა, და აიხირებ თავმჯდომარის საკითხს…  რა თავმჯდომარე, რის თავმჯდომარე, რა ძველი გუნდი, რა ახალი…'' – ასე გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელში ხოშტარიას კომენტარებს.

სიახლეები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ. განცხადებაში საუბარია პოლიციის მხრიდან „უკანონო მითითებებზე“, რომელიც მშობლების...

ანი წითლიძე ნიკა მელიას მიმართავს

სანამ ციხეში ხარ. სათქმელი ბევრია — იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე საქართველოს მოქალაქეებს გაუგიათ ჩემგან...

ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას – EU განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე EU წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირის წარმომადგენლობაში...

ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ ვრცელ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში...