მთავარისიახლეებიექსკლუზივი,,სამეგრელომ დაიქუხა! '', ,,სრული მხარდაჭერა მიშას!!!'' - ზუგდიდში სამეგრელოს ნაციონალური...

,,სამეგრელომ დაიქუხა! ”, ,,სრული მხარდაჭერა მიშას!!!” – ზუგდიდში სამეგრელოს ნაციონალური მოძრაობის პარტიული ორგანიზაციების შეკრება მიმდინარეობს.

Published on

ამ წუთებში ზუგდიდში , სოფელ ინგირში  სამეგრელოს ნაციონალური მოძრაობის პარტიული ორგანიზაციების შეკრება მიმდინარეობს. შეკრებას სამასამდე დელეგატი ესწრება. შეკრებილები განიხილავენ ენმ – ში მიმდინარე პროცესებს და 20  იანვარს დაანონსებულ პარტიულ ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
 
მათ უკვე  მიმართა  სკაიპით საქართველოს ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.  პარტია ეკუთვნის ხალხს, რომლის მხრებზეც არაერთმა ბრძოლამ გადაიარა და სწორედ ხალხი გადაწყვეტს ენმ-ს ლიდერის ბედს. – განაცხადა მან.
 
,,სამეგრელომ დაიქუხა! '', ,,მიშა იყო და იქნება პარტიის ლიდერი!'',    ,,სრული მხარდაჭერა მიშას!!!'' –  ამ სიტყვებით გადმოსცემენ შეკრებილთა უდიდესი უმრავლესობის განწყობას  სატელეფონო საუბარში ადამიანები, რომელთაც ,,ოდიში ნიუსი'' დაუკავშირდა.
 
რეპორტაჟს, რომელსაც ადგილზე მყოფი ტელერადიოკომპანია ,,ოდიშის'' ჟურნალისტები ამზადებენ , უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ. 
 
 

სიახლეები

სამეგრელოში, 15 წლამდე გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით, 70 წელს გადაცილებული კაცი დააკავეს

სამეგრელოში, 15 წლამდე გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით, 70 წელს გადაცილებული კაცი...

“ოცნება” ოპოზიციაში განხეთქილების შემოტანას ცდილობს – ბუტიკაშვილი პარტიების აკრძალვაზე

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ "ოცნებამ" რიგი პარტიები ოპოზიციაში განხეთქილების შეტანის მიზნით...

არქიმანდრიტი დოროთეს (ყურაშვილი) მხარდასაჭერად მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს

არქიმანდრიტი დოროთეს (ყურაშვილი) მხარდასაჭერად მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს. პეტიციის მიხედვით, ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ მამა დოროთეს რუსულ...

მოსამართლე ცაცუამ ლადო ჯახუას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი ლადო ჯახუა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო - რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე მანუჩარ...