პარლამენტში ფიქრობენ, რომ შეურაცხყოფა და ცილისწამება დასჯადი უნდა იყოს. პარადოქსია, მაგრამ როგორც ჩანს, მას მხარს სწორედ ისინი დაუჭერენ, ვინც მისთვის მიუღებელ პოლიტიკურ ფიგურებს უვრცელებდა ჭორებს ორგანოებით ვაჭრობის, თითოეული დაკლული ქათმის ბარკლის ჯიბეში ჩადებისა და საფერფლით მოკლული პრემიერის შესახებ, რომელთაგან არცერთი არ დადასტურებულა?
საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა „საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანი შესახებ“, რომლის მიხედვითაც შეურაცხყოფა და ცილისწამება დასჯადი უნდა იყოს. ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაავალა, განიხილოს ეს საკანონმდებლო წინადადება.
ექსპერტების თვლიან, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღება გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის, თუნდაც ეს იყოს ცილისწამება, კონსტიტუციის საწინააღმდეგო იქნება,.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ცილისწამებისთვის არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი პროცედურები და იმ პირს, ვინც ცილს დასწამებს სხვა პირს, უწევს იმავე საშუალებებით ფაქტების უარყოფა, რომლითაც გაავრცელა ცილისმწამებლური ინფორმაცია, ასევე, ზიანის ანაზღაურება, ხოლო სისხლის სამართლებრივი მსჯავრდება არაპროპორციულად მძიმე პასუხისმგებლობა იქნებოდა.
„ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას ცილისწამებისთის, რაც, ვფიქრობ, საკმაოდ ნორმალურია, ხოლო სისხლის სამართლებრივი მსჯავრდება მსგავს შემთხვევაში, იქნება მომეტებული პასუხისმგებლობა, რომელიც დაარღვევს გამოხატვის თავისუფლებას და არ აისახება პოზიტიურად დემოკრატიის სტანდარტებზე აცხადებს იგი.
კანონპროექტს გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ტუღუში. " კანონი, რომელიც დღეს მოქმედებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, არის სწორედ ძლიან მაღალი სტანდარტის. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ გვაქვს დაახლოებით ამერიკული დონის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომლის რაიმენაირად შესუსტება და ზედმეტი რეგულაციები რეგულაციების დაწესება ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. მისივე განცხადებით, უმრავლესობაში არიან ისეთი დეპუტატები, რომლებიც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.
ჩვენ გვახსოვს "ქართული ოცნების" მცდელობები, როდესაც ისინი აპირებდნენ ადმინისტრაციული წესით დასჯადი გაეხადათ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, თუმცა ამას შემდეგ ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვა არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური სპექტრის ნაწილის მხრიდან. მაშინ ორი მოსმენით მოასწრეს ამ კანონის გატანა, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანეს ეს საქმე.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიცატივას, რომელიც პარლამენტშია შემოსული, ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი დეპუტატი აღმოჩნდება უმრავლესობიდან, რომელიც იზიარებს ამ მოსაზრებას და თვლის, რომ ეს რეგულაცია საჭიროა, თუმცა ეს არის აშკარა ჩაბრუნება წარსულში და ქვეყნებში სადაც ეს რეგულაციები არსებობს ეს მიმართულია ჟურნალისტების მიმრათ და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმათ", – განაცხადა გიორგი ტუღუშმა .