მთავარისიახლეებიექსკლუზივი„პარტია ეკუთვნის ხალხს, რომლის მხრებზეც არაერთმა ბრძოლამ გადაიარა და სწორედ ხალხი გადაწყვეტს...

„პარტია ეკუთვნის ხალხს, რომლის მხრებზეც არაერთმა ბრძოლამ გადაიარა და სწორედ ხალხი გადაწყვეტს ენმ-ს ლიდერის ბედს.“-მიხეილ საკაშვილი სამეგრელოს ნაციონალური მოძრაობის პარტიული ორგანიზაციების შეკრებას სკაიპით ჩაერთო (Video)

Published on

ზუგდიდში სამეგრელოს ნაციონალური მოძრაობის პარტიული ორგანიზაციების შეკრება გაიმართა, სადაც 300-მდე ადამიანი შეიკრიბა. შეკრებილებმა ენმ – ში მიმდინარე პროცესები და 20 იანვარს დაანონსებული პარტიულ ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მათ სკაიპით ჩაერთო ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი.დელეგატები სააკაშვილის ჩართვას ოვაციებით შეხვდნენ. „პარტია ეკუთვნის ხალხს, რომლის მხრებზეც არაერთმა ბრძოლამ გადაიარა და სწორედ ხალხი გადაწყვეტს ენმ-ს ლიდერის ბედს. ჩვენ წლების განმავლობაში ვაშენებდით პარტიას და ასევე ქვეყანას, ჩვენ შევქმენით ყველაზე წარმატებული სახელმწიფო. მე უარს ვამბობ ივანიშვილის თამაშის წესებზე“ -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დარბაზიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მან პარტიის სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თენგიზ გუნავას მიმართ საყვედური გამოთქვა ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების გამო და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ხელმღვანელებს მასთან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით კონტაქტი არ ქონიათ. „იყო ბევრი გაურკვევლობა“- აღნიშნა სააკაშვილმა, „ვერ დავადასტურებ იმას, რომ კონტაქტი არ ყოფილა“- ასე უპასუხა თენგიზ გუნავამ სააკშვილის შენიშვნას.დარბაზში ხმაური გამოიწვია პარლამენტის წევრის ლელა ქებურიას გამოსვლამ, რომელმაც განაცხადა, რომ პარტიაში 2012 წელს გაწევრიანდა, თუმცა იქ არც სააკაშვილის გამო მისულა.შეკრებილებმა ქებურიას პარტიისა და პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდეს.ლელა ქებურიამ დარბაზი უკომენტაროდ დატოვა, მან „ოდიშს“ განუცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებდა. „მიხეილ სააკაშვილი არის ქვეყნის ევროპული გზა და ერთიანობის იდეა, ის უპირობო ლიდერია და სამეგრელოს პოზიციაც ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია“- განაცხადეს შეხვედრის მონაწილეებმა. პარტიის ლიდერების თქმით, კი აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება და ცალკეული პიროვნებების მხრიდან იმ შეცდომების აღიარება, რომელიც მათ დაუშვეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 20 იანვარს ფართომასშტაბიანი ყრილობისთვის ემზადება. პარტიის წევრებისა და აქტივისტების თქმით, ისინი თავად ჩაერთვებიან ყრილობის მოსამზადებელ სამუშაოებში, მონაწილეობას მიიღებენ დელეგატების შერჩევაში, რათა გაიმარჯვოს ნამდვილმა დემოკრატიამ- აცხადებენ პარტიის წევრები

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...