მთავარისიახლეებიეკონომიკაქვეყანა ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო გადასახადის გაზრდის მოლოდინშია

ქვეყანა ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო გადასახადის გაზრდის მოლოდინშია

Published on

მომავალ კვირას სემეკის სხდომაზე ელოქტროენერგიის ტარიფის გაზრდის საკითხი განიხილება.  ჯერ კიდევ ნოემბერში გამოცხადდა, რომ სემეკის კომისია დეკემბერში გადაწყვეტს, გაძვირდება თუ არა ელექტრო ენერგიის ტარიფი, მანამდე კი იგი  უკვე სწავლობს სხვადასხვა ელექტრო სადგურის მიერ შეტანილ სატარიფო განცხადებებს და შესაძლოა მართაც მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება.    ექსპერტების ნაწილის მოსაზრებით, იმთავითვე ითქვა, რომ ეს გარდუვალია  ლარის კურსის გაუფასურების გამო,  ნაწილი კი ვარაუდობდა, რომ ეს არ მოხდება, რადგან  ეროვნული ვალუტის რყევა იმდენად დიდი არ არის, რომ ტარიფის ზრდა გამოიწვიოს.
და აი, სხდომა ჩანიშნულია და ლარის კურსის კიდევ უფრო სწრაფი ვარდნის პირობებში ქვეყანა  ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო გადასახადის გაზრდის  მოლოდინშია, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე  სემეკის დეკემბრის სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ კომენტარებში კი აცხადებს, რომ ეს არ მოხდება, თუმცა ეს საკითხი სემეკმა მომავალ კვირას ჩანიშნულ სხდომაზე უნდა განიხილოს.
 
შეგახსენებთ,  სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი 3 თეთრით გაუძვირდათ ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს – ენერგო-პროსა და თელასს. ენგურჰესმა ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი გააძვირა. ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განხილვის შემდეგ მიიღეს.
კომისიაში ამბობენ, რომ ეს ცვლილება სამომხმარებლო ტარიფის ზრდაზე გავლენას არ მოახდენს. თუმცა, გამანაწილებელი კომპანიების ტარიფებს სემეკმა წლის ბოლომდე უნდა გადახედოს. ახალ ტარიფს კომისია კომპანიების დანახარჯების მიხედვით ადგენს

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...