მთავარისიახლეებიმსოფლიოგალსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა სტუდენტებს სწავლის საფასურს სახელმწიფო გადაუხდის

გალსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა სტუდენტებს სწავლის საფასურს სახელმწიფო გადაუხდის

Published on

ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს სწავლის საფასურს მიმდინარე სასწავლო წელსაც სახელმწიფო გადაუხდის – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში. ეს ნიშნავს, რომ  დაახლოებით 800 სტუდენტი, რომელიც ამ ტერიტორიენზე, მათ შორის გალის რაიონში ცხოვრობს, გადასახადისგან თავისუფლდება, უფრო სწორად მათი სწავლას  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდააფინანსებს. 
 
”სტუდენტთა ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის განკარგულებით ხორციელდება და გულისხმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული იმ სტუდენტების დაფინანსებას, რომლებიც ჩარიცხულნი არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგისა და მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. 
პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, რომელთა ოჯახებმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის შედეგად მიიღეს ქონებრივი ზიანი და რომლებიც სწავლობენ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლაში ხელშეწყობა და ფინანსური მხარდაჭერაა”, – აცხადებენ სამინისტროში.

სიახლეები

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...

კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა. ის...

რუსებო, მონებო – ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა

ქართული ოცნების მთავრობის წევრები 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ. მათ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. პარალელურად, გვიან...

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა | 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ...