მთავარისიახლეებიკულტურაპარიზელმა პენსიონერმა მამის ნივთებში ლეონარდო და ვინჩის დაკარგული შედევრი იპოვა

პარიზელმა პენსიონერმა მამის ნივთებში ლეონარდო და ვინჩის დაკარგული შედევრი იპოვა

Published on

პარიზში ლეონარდო და ვინჩის დაკარგული შედევრი აღმოაჩინეს. საუბარია ტუშით შესრულებულ ჩანახატზე, რომელზეც ხეზე მიჯაჭვული წმინდა სებასტიანია ასახული.
საფრანგეთის მედიის ინფორმაციით, 13 დეკემბერს ნახატი ფრანგმა პენსიონერმა ექიმმა, შემთხვევით საკუთარ სახლში, მამის ნივთებში  ნაპოვნ 15 ნახატს  შორის  აღმოაჩინა ტაჯინის აუქციონის სახლში მიიტანა.
,,თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ეს უბრალოდ XVI საუკუნის საინტერესო, მაგრამ   დაუმთავრებელი ნახატია – ამბობს აუქციონის დირექტორი ტედ პრატი. დაზუსტებისთვის მივმართე ძველი ფერწერის  სპეციალისტს , რომელმაც მყისვე განსაზღვრა,  რომ ნახატი ცაცია ოსტატის მიერ იყო შესრულებული ( ლეონარდო და ვინჩიც ცაცია იყო).
,,  ნახატის  უკანა მხარეს შევნიშნე მარჯვნიდან მარცხნივ შესრულებული წარწერა ( რაც ასევე და ვინჩის სტილი იყო) და ყურადღება მიოვაქციე, რომ  თავად სურათზე  ფიგურა გამონათებული იყო სანთლის შუქით, რაც ასევე მიანიშნებდა, რომ ავტორი შესაძლოა და ვინჩი ყოფილიყო. –  წერს ექსპერტი – რაიმე შეცდომის თავიდან ასაცილებლად ნახატი ვაჩვენეთ ,,მეტროპოლიტენ მუზეუმის'' სპეციალისტს დოქტორ კარმენ ბემბაკს, რომელიც იტალიური და ესპანური ფერწერის ექსპერტიზაშია დაოსტატებული. სწორედ მან დაასკვნა, რომ აქ სხვა აზრი არ შეიძლება არსებობდეს – ჩანახატი ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის. ექსპერტის თქმით, ეს არის ერთ-ერთი 8 ჩანახატისა და ესკიზისგან შემდგარი სერიიდან, რომელსაც ავტორი წმინდა სებასტიანის სიუჟეტზე მუშაობისას ქმნიდა. ყველა ეს ჩანახატი ჩამოთვლილია და ვინჩის ხელნაწერში ,, ატლანტიკური კოდექსი'', თუმცა ამ ჩანახატის გამოჩენამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მათგან, გარდა დღემდე მოღწეული ორი ესკიზისა,  ყველა დაკარგული იყო ( ერთი მათგანი ინახება ჰამბურგში ( გერმანია) და ბაიონში ( საფრანგეთი).
განსხვავებით სხვა ექსპერტებისგან, ლუვრის სპეციალისტები არ ჩქარობენ და ვინჩის ავტორობის დადასტურებას – მათ შეისწავლეს ჩანახატი, მაგრამ დასკვნა ჯერ არ დაუდვიათ.
ფრანგული მედია იუწყება, რომ საფრანგეთს ყველა არგუმენტი აქვს ჩანახატი ეროვნული საგანძურის ნაწილად გამოაცხადოს და აკრძალოს მისი საზღვარგარეთ გაყიდვა. ამ შემთხვევაში, საფრანგეთის ხელისუფლებას ექნება 30 თვის ვადა ღირსეული  საბაზრო ფასი დაადოს   ნახატს და მხოლოდ ამის შემდეგ გასცეს ნებართვა  მისი გაყიდვისათვის უცხოეთში , როგორც ეს ეროვნული საგანძურის შესახებ კანონშია განსაზღვრული.   
აუქციონის მესაკუთრე ტაჯან როდიკა სიუარდი თვლის, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება მისთვის, რადგან მნიშვნელოვნად აამაღლებს აუქციონის რეპუტაციას და გადაიყვანს მას პრესტიჟული აუქციონის სახლების კლასში.  
ვარაუდობენ, რომ ,,წმინდა სებასტიანი'' და ვინჩიმ 1482-1485 წლებში დახატა. შედევრი ამ დროისათვის 15 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
 
 
 

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...