მთავარისიახლეებიმსოფლიოსტამბულის ცენტრში აფეთქება მოხდა– დაშავებულია 22 პოლიციელი

სტამბულის ცენტრში აფეთქება მოხდა– დაშავებულია 22 პოლიციელი

Published on

მცირე ხნის წინათ სტამბულის ცენტრში, კერძოდ,  ბეშიკტაშის  რაიონში საფეხბურთო სტადიონის უშუალო სიახლოვეს აფეთქება მოხდა. – ცნობას ამის შესახებ სააგენტო Hurriyet  ავრცელებს. აფეთქების ადგილზე ხანძარი გაჩნდა, მის ჩასაქრობად მობილიზებულია სახანძრო –სამაშველო სამსახურები . 
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება თავისი ხასიათით ძალიან გავს ტერორისტულ აქტს – იგი განხორციელდა დანაღმული ავტომანქანის გამოყენებით. თურქეთის მედიაში გამოითქმის ვერსია, რომ ეს ერთი აფეთქება არ ყოფილა, პირველს თითქმის რამდენიმე წამში მეორეც მოყვა.
თურქეთის შს მინისტრი სულეიმან  სოილუ  მედიასაშუალებებითვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად დაშავდა 22 ადამიანი, ყველა მათგანი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელია. სოციალურ ქსელებში ვრცელდება შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოები, რომელზედაც ჩანს რომ დაშავებულები სწორედ პოლიციელები არიან.  
 

სიახლეები

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...

კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა. ის...

რუსებო, მონებო – ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა

ქართული ოცნების მთავრობის წევრები 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ. მათ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. პარალელურად, გვიან...

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა | 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ...