მთავარისიახლეებიმსოფლიომოსკოვის სასტუმროში ნაურუს მინისტრის ცხედარი იპოვეს

მოსკოვის სასტუმროში ნაურუს მინისტრის ცხედარი იპოვეს

Published on

ნაურუს ტრანსპორტის მინისტრი მოსკოვის ერთერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. 
სააგენტო ,,Москва’’ ცნობით, მოსკოვის პოლიციას ამ შემთხვევის  შესახებ სასტუმრო ,,რენესანს მოსკვა მონარხ ცენტრის“ მენეჯერმა შეატყობინა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მხოლოდ სიკვდილის ფაქტის კონსტატაცია შეძლო. საქმეზე დაიწყო გამოძიება. პოლიციამ ამ დროისათვის დაადგინა, რომ უცხოელი მინისტრი დიაბეტით იყო ავად და შესაძლოა მისი გარდაცვალების მიზეზი თირკმლის უკმარისობა  იყოს. 
რესპუბლიკა ნაურუ არის ჯუჯა სახელმწიფო,   რომელიც წყანარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში ამავე სახელწოდების ერთერთ მარჯნის კუნძულზე მდებარეობს, ქვეყნის ფართობი სულ რაღაც 21 კვ. კმ–ს შეადგენს და გეოლოგების დასკვნით სულ რაღაც 50 წელიწადში ჩაძირვისთვის არის განწირული. 
ეს არის უღარიბესი ქვეყანა, რომლისგანაც მოსკოვმა ძალიან იაფად იყიდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება , თუმცა შემდეგ ისიც გადააგდო და ფული არ გადაუხადა. ნაურუს მინისტრი  მოსკოვში დარგობრივ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იყო ჩამოსული
 

სიახლეები

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...

კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა. ის...

რუსებო, მონებო – ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა

ქართული ოცნების მთავრობის წევრები 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ. მათ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. პარალელურად, გვიან...

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა | 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ...