მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსი: ჩემი უარი პარლამენტში შესვლაზე ეფუძნებოდა როგორც ჩემს პირად მოსაზრებებს,...

სანდრა რულოვსი: ჩემი უარი პარლამენტში შესვლაზე ეფუძნებოდა როგორც ჩემს პირად მოსაზრებებს, ასევე პარტიაში განვითრებულ მოვლენებს

Published on

სანდრა რულოვსი თვლის, რომ საქართველოს მოსახლეობას თავს მოახვიეს მცდარი და არარეალური საპარლამენტო შემადგენლობა – ამის შესახებ იგი ლაპარაკობს 
თავის ოფიციალურ ფესბუქგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც კიდევ ერთხელ უბრუნდება  არჩევნების გაყალბების თემას და მისი ცნობილი გადაწყვეტილების განმაპირობებელ  ფაქტორებს.
,,მეგობრებო! როგორც უკვე ცნობილია, ნოემბრის თვეში მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვიყო 2016-2020 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. – წერს სანდრა რულოვსი – ჩემს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის (წინა)საარჩევნო დარღვევები, უკანონობა და მნიშვნელოვანი გაყალბებები რასაც ადგილი ქონდა მთელს საქართველოსა და განსაკუთრებით ზუგდიდში, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა არალეგიტიმური შედეგი. ჩემი გადაწყვეტილება, ენმ-ის პარტიული სიის მე-2 ნომრად პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის შესახებ, ეფუძნებოდა როგორც ჩემს პირად მოსაზრებებს, ასევე პარტიაში განვითრებულ მოვლენებს.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ არ არის საბოლოო სიტყვა ნათქვამი იმ აუტანელ საარჩევნო გარემოზე, რომელშიც მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია, მთლიანად არჩევნები და 
ჩვენ ყველა მხოლოდ ეხლა ვაცნობიერებთ, თუ რა უარყოფითი და ნეგატიური შედეგები შეიძლება მოყვეს ამომრჩევლის ნების დამახინჯებას საქართველოს მომავალი სოციალური, ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისათვის.
ჩემის მხრივ კი მე ვაგრძელებ საქველმოქმედო საქმიანობას და მოღვაწეობას ჯანდაცვის მიმართულებით და საქართველოს მოსახლეობას დავუდგები გვერდში ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, გვფარავდეს ღმერთი.'''

სიახლეები

სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა-საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იტყობინება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაციის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბათუმელი...

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში...

დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს, კატარსა...