მთავარისიახლეებისამართალიჯიხაშკარის 79-ე უბანზე მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებული მანუჩარ გაბეჩავა თავს დამნაშავედ ცნობს

ჯიხაშკარის 79-ე უბანზე მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებული მანუჩარ გაბეჩავა თავს დამნაშავედ ცნობს

Published on

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართა წინასასამართლო სხდომა ჯიხაშკარის 79-ე უბანზე მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულ მანუჩარ გაბეჩავას საქმეზე.
 ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა  მტკიცებულებები გაცვალეს, ასევე დღევანდელ პროცესზე ცნობილი გახდა, რომ მანუჩარ გაბეჩავა  წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ ცნობს და საპროცესო შეთანხმებაზე განცხადების შეტანას  გეგმავს.
შეგახსენებთ,   დაკავებული  წინა  სასამართლო პროცესზე  უარყოფდა თავის ბრალეულობას და დღევანდელისგან განსხვავებით  აღნიშნავდა, რომ ჯიხაშკარში მომხდარი დაპირისპირების დროს  79-ე უბანზე არ იმყოფებოდა.
ჯიხაშკარის ინციდენტზე ბრალდებული მანუჩარ გაბეჩავა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და პარტიის ერთ-ერთი კოორდინატორია
 

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...