მთავარისიახლეებიპოლიტიკაპეტრე ცისკარიშვილი - უფასო ჯანდაცვა, უფასო ხვნა-თესვა, უფასო წიგნები, სინამდვილეში ამ ყველაფერს...

პეტრე ცისკარიშვილი – უფასო ჯანდაცვა, უფასო ხვნა-თესვა, უფასო წიგნები, სინამდვილეში ამ ყველაფერს აღმოაჩნდა ფასი და დღეს სწორედ იმის ფასს ვიხდით

Published on

დღეს სწორედ იმის ფასს ვიხდით, რაზეც ”ქართული ოცნება” თავის დროზე გვპირდებოდა, რომ იყო უფასო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. მისი თქმით, ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში პრობლემა მმართველი პარტიის არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია, როდესაც ”ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკურად არასწორი ნაბიჯები პოლიტიკური ქულების დასაწერად გადადგა. ”უფასო ჯანდაცვა, უფასო ხვნა-თესვა, უფასო წიგნები, სინამდვილეში ამ ყველაფერს აღმოაჩნდა ფასი. დღეს სწორედ იმის ფასს ვიხდით, რასაც ”ქართული ოცნება” თავის დროზე გვპირდებოდა, რომ იყო უფასო. ამას ემატება ის, რომ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო დამატებითი ინვესტიციები აღარ შემოდის და როდესაც ინვესტიციები არ შემოდის, დოლარზე შიმშილია, რაც ზრდის მოთხოვნას დოლარზე, ლარი კი უფასურდება. ტერმინი ”საბიუჯეტო დეფიციტური ხარჯვა” გაუგებარია, სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან ხარჯავ იმაზე მეტს, ვიდრე ეკონომიკიდან ამოიღე, ანუ სესხულობ ამ ფულს, გარდა იმისა, რასაც ეკონომიკა გაძლევს დღგ-სა და სხვა გადასახადების სახით. შემდეგ მიდიხარ და სესხულობ ან საგარეო ვალს ან, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა მასშტაბური ხასიათი, იღებ შიდა ვალს ბანკებიდან. ბანკებიდან იღებენ მაღალი პროცენტით სესხს, რაც თავისთავად დამაზარალებელია, რადგან ბიუჯეტში გიწევს ამ ფულის პრაქტიკულად ჰაერზე გადაყრა ყოველი შემდეგი წლის ბიუჯეტში და საპროცენტო განაკვეთების გასტუმრებაში ხარჯავ რამდენიმე ათეულ მილიონს. ეს ყველაფერი იწვევს ფულის მასის ზრდას, რადგან ამ ობლიგაციით ბანკი მიდის ეროვნულ ბანკში და იღებს ე.წ რეფინანსირების სესხს, იზრდება ფულის მასა, მეტია ლარი, ნაკლებია დოლარზე შიმშილი, ხოლო რადგან აღარ შემოდის ინვესტიცია, გარბის კურსი. ფუდამენტური პრობლემა ის კი არ არის, რომ კურსი სავალუტო ჯიხურებში მერყეობს, არამედ ის, რომ მმართველმა პარტიამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ჩვენი ეკონომიკის დეენემი შეცვალა. თავიდან თქვეს, რომ ჩვენ ახლა ყველაფერი უფასო უნდა გავხადოთ, ხალხის გული მოვიგოთ და პოლიტიკურად, პოპულისტურად ამომრჩევლის გულის მოგებაზე იზრუნეს”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. 
 
ინტერპრესნიუსი

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...