მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩემთვის გუნავას პოზიცია არის განსაკუთრებულად მტკივნეული და მიუღებელი"- ანა წითლიძე ფეისბუკის გვერდზე...

“ჩემთვის გუნავას პოზიცია არის განსაკუთრებულად მტკივნეული და მიუღებელი”- ანა წითლიძე ფეისბუკის გვერდზე 7 ათასიანი ყრილობის მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეების სიას აქვეყნებს

Published on

ენმ-ს პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 7 ათას დელეგატიანი ყრილობა 20 იანვარს გაიმართება. დაძაბული და რთული დღეების შემდეგ, პარტიაში აცხადებენ, რომ გაიმარჯვა დემოკრატიამ. სოციალურ ქსელში აქტიურად საუბრობენ პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, ქვეყნდება სია იმ ადამიანების, ვინც მრავალათასიანი ყრილობის ჩატარებას დაუჭირა მხარი და ასევე მათიც, ვინც წინააღმდეგ წავიდა.  "მიუხედავად ჩემი რადიკალური პოზიციისა გთხოვთ ნუ გასცდებით კრიტიკის ზღვარს. განსხვავებული პოზიცია მტრობას არ ნიშნავს მიუხედავად შეცდომებისა. ჩემთვის გუნავას პოზიცია არის განსაკუთრებულად მტკივნეული და მიუღებელი. ვწუხვარ. ძალიან ვწუხვარ.სამეგრელო ნამდვილად არ არის იგივე პოზიციაზე.
1.მამუკა ახვლედიანი
2.ვახტანგ ბალავაძე
3.დათო ბაქრაძე
4.კაკო ბობოხიძე
5.გიგა ბოკერია
6.გოკა გაბაშვილი
7.ხათუნა გოგორიშვილი
8.თენგიზ გუნავა
9.დავით დარჩიაშვილი
10.გივი თარგამაძე
11.ლევან თარხნიშვილი
12.გია თევდორაძე
13.გიორგი კანდელაკი
14.კედელაშვილი
15.ლონდარიძე
16.მიშა მაჭავარიანი
17.მჭედლიძე
18.სერგო რატიანი
19.ღვინიაშვილი
20.ჩილინგარაშვილი
21.ჭითაშვილი
22.მამუკა ჩიქოვანი
23.ზურაბ ჭიაბერაშვილი
24.ირმა ნადირაშვილი… წერს  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ანი წითლიძე. ასევე გამოქვეყნდა მათი სახელებიც, ვინც პოლიტსაბჭოზე მხარი დაუჭირა მიხეილ სააკაშვილის პოზიციას." 
ამ ადამიანებმა მხარი დაუჭირეს, ქვეყნიდან რუსი ოლიგარქის მიერ განდევნილ პოლიტიკურ ლიდერს. ეს გაუკეთეთ თქვენს სახელს,თქვენს სინდისს და თქვენს მომავალს, რომელიც საქვეყნო საქმეა.ყოჩაღ მეგობრებო!"- წერს პარტიის აქტივისტი და მხარდამჭერი მაია კალანდია და იქვე მხარდამჭერთა სიას უთითებს:
1. გიორგი ბარამიძე
2. ლევან ბეჟაშვილი
3. ზაზა ბიბილაშვილი
4. კახა ბუცხრიკიძე
5. ლევან ვარშალომიძე
6. ჩიორა თაქთაქიშვილი
7. ნინო კალანდაძე
8. გიორგი კარბელაშვილი
9. დავით კირკიტაძე
10. პაატა ლეჟავა
11. ომარ მეგრელიძე
12. ზურა მელიქიშვილი
13. აკო მინაშვილი
14. ირაკლი ნადირაძე
15. ხათუნა ოჩიაური
16. გიორგი პატარაია
17. მარია საჯაია
18. კობა სუბელიანი
19. პეტრე ცისკარიშვილი
20. ნუგზარ წიკლაური
21. კობა ხაბაზი
22. ეკა ხერხეულიძე
23. ვახტანგ ლემონჯავა
24. ირაკლი ქავთარაძე
25. გოჩა კუპრავა. 
პოლიტსაბჭოს სხდომაზე 7.000 ფორმატის მომხრე იყო  – 25, წინააღმდეგი – 24, თავი შეიკავა – გიგი წერეთელმა.  

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...