მთავარისიახლეებიპოლიტიკა"არ გაპატიებენ ზუგდიდელები ამას ბატონო მერო"- ანა წითლიძე გულუას პარკის ტერიტორიის გასხვისებას...

“არ გაპატიებენ ზუგდიდელები ამას ბატონო მერო”- ანა წითლიძე გულუას პარკის ტერიტორიის გასხვისებას ეხმიანება

Published on

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე გულუას პარკის გასხვისების თემას ეხმიანება და ფეისბუკის საშუალებით ქალაქის მერს ირაკლი გოგოხიას მიმართავს.
"ზუგდიდის მერი საკრებულოსგან დაჟინებით მოითხოვს გულუას პარკის ტერიტორიის ნაწილი საკუთრებაში გადაეცეს პაატა დანელიას (ზუგდიდის ყოფილი გამგებელი, ქართული ოცნების აქტიური მხარდაჭერი) ვინც არ იცის გულუას პარკის ტერიტორია (ჩხოუშიის სანაპირო) ქალაქის ცენტრია და ერთ ერთი სტრატეგიული ადგილი ქალაქის განვითარებისთვის. ზუგდიდის გენერალური გეგმის მიხედვით (რომელიც წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა) აღნიშნული ტერიტორია ქალაქის რეკონსტრუქციის ნაწილი უნდა ყოფილიყო.
ბატონმა მერმა კი გადაწყვიტა რომ ეს სტრატეგიული ნაწილი მეგობარს, პაატა დანელიას გაუცვალოს სხვა მიწაში. (დანელიას მფლობელობაში არსებული ათჯერ ჩამორჩება იმას რასაც აძლევენ)
ზუგდიდის საკრებულოში საკითხი ორჯერ გავაბრუნეთ კომისიიდან უკან. დღეს ისევ შემოიტანეს. ძალიან ცუდია რომ მერიის თანამშრომლების და საკრებულოს წევრების უმრავლესობაც კი არ ეთანხმება აღნიშნული ტერიტორიის კერძო პირისთვის გადაცემას მაგრამ არც იმის უნარი შესწევთ წინააღმდეგობა გაუწიონ. (შონია და გოგოხიას თუ ეშინიათ) ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რომ საკრებულოს არ შესწევს უნარი ადგილობრივ ინტერესები დააყენონ უფრო მაღლა ვიდრე ვიღაცის მითითება.
საკითხი გავა საკრებულოს დიდ სხდომაზე განსახილველად. კეთილი ინებონ და მობრძანდნენ ქალაქის მერიც და ბატონი დანელიაც. აგვიხსნან რატომ მიაქვთ ქალაქის საკუთრება პირადი ინტერესებისთვის.არ გაპატიებენ ზუგდიდელები ამას ბატონო მერო. ბევრი გიგროვდებათ უკვე და ყოველთვის ერთნაირად მიკვირს მსგავს გადაწყვეტილებებს რის საფუძველზე იღებთ."- წერს სოციალურ ქსელში ანა წითლიძე

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...