მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ყრილობა უნდა ჩატარდეს მაშინ როდესაც მზად ვიქნებით და არა წინასაახალწლოდ"- ანა წითლიძე...

“ყრილობა უნდა ჩატარდეს მაშინ როდესაც მზად ვიქნებით და არა წინასაახალწლოდ”- ანა წითლიძე ენმ-ს ყრილობას ეხმიანება

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე ფეისბუკის გვერდზე პარტიის ყრილობას ეხმიანება და ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. საკრებულოს დეპუტატი მიესალმება მრავალათასიანი ყრილობის ჩატარებას, "მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეების და მაჟორიტარების მიერ ერთპიროვნულად შერჩეული დელეგატები ყოველთვის გამოიწვევს კითხვის ნიშნებს ჩვენს მხარდაჭერებს შორის.ყრილობაზე საერთოდ არ უნდა დადგეს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი."- წერს წითლიძე. "დღეს არ მეცალა, ცხენზე ჯირითის დებიუტი მქონდა და მხოლოდ ახლა მოვიცალე.ინბოქსში დამხვდა ძალიან ბევრი წერილი ენმ ყრილობაზე ჩემს პოზიციასთან დაკავშირებით. მეგონა მანამდე არაერთხელ გამოვხატე და გასაგები იყო მაგრამ რადგან ჩვენს მხარდამჭერებს კიდევ სჭირდებათ პასუხი, კიდევ ერთხელ ვაცხადებ ღიად:მე არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზუგდიდის ენმ (პარტიის თავმჯდომარე მე არ ვარ და არც რეგიონული კოორდინატორი) მაგრამ მე მხარს ვუჭერ მრავალათასიანი ყრილობის ჩატარებას სადაც რაც შეიძლება მეტი დელეგატი იქნება წარმოდგენილი. მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეების და მაჟორიტარების მიერ ერთპიროვნულად შერჩეული დელეგატები ყოველთვის გამოიწვევს კითხვის ნიშნებს ჩვენს მხარდაჭერებს შორის.ყრილობაზე საერთოდ არ უნდა დადგეს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი.ყრილობაზე უნდა აირჩეს ახალი პოლიტსაბჭო და რაც მთავარია გაიწეროს ვის და როგორ შეუძლია გახდეს პოლიტსაბჭოს წევრი. (ეს საკითხი საერთოდ ღიაა)ყრილობა უნდა ჩატარდეს მაშინ როდესაც მზად ვიქნებით და არა წინასაახალწლოდ.მივესალმები პარტიის თავმჯდომარეების ნაწილის პოზიციას მრავალათასიანი ყრილობის მხარდაჭერაზე. მადლობა გამბედაობისთვის. იმედია მაქვს სამეგრელოს ექნება თავისი სწორი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მოვუწოდებ ყველას, ღიად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია."- ნათქვამია ანა წითლიძის განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წევრებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ასევე რეგიონალური სამდივნოს სამეგრელ-ზემო სვანეთის კოორდინატორს თენგიზ გუნავას, ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს  ლაშა დამენიას და სხვებს ამ საკითხზე საჯარო კომენტარი სოციალური ქსელით ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
 
 

სიახლეები

მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა

ოლიგარქის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა. არიან თუ არა შეწყალებულთა შორის...

რეზო კიკნაძე-ისეთია ხალხია ციხეში, თავს დამნაშავედ ჩავთვლი, გარეთ რომ ვიყოთ ჩვენ

რეზო კიკნაძემ სინდისის პატიმრების მშობლებს დაურეკა, რომლებიც დილიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან და ყაველაშვილის...

მეუფე იაკობი “ოცნებას” მოუწოდებს, დაიწყოს შერიგების პროცესი ეკლესიის შუამავლობით

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. მეუფე...

იტალიამ რუსეთიდან გამოსული გემი დააკავა, რომელმაც, სავარაუდოდ, სანქციების რეჟიმი დაარღვია

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 17 იანვარს შავი ზღვის რუსული ტერიტორიული წყლებიდან ბრინდიზის პორტში შესული გემი...