მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამგებლის წარმომადგენლები 11 ადმინისტრაციულ ერთეულში თანამდებობებიდან გაათავისუფლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამგებლის წარმომადგენლები 11 ადმინისტრაციულ ერთეულში თანამდებობებიდან გაათავისუფლეს

Published on

  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაამგეობიდან 27 თანამშრომელია გათავისუფლებული. ამის შესახებ გაფრთხილება ოცდაშვიდივე თანამშრომელმა დღეს სატელეფონო ზარებითა და პირადი ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო. თანამდებობიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის არიან გამგებლის წარმომადგენლები 11 ადმინისტრაციულ ერთეულში: ცაიშში, ინგირში, ორსანტიაში, ანაკლიაში, ახალაბასთუმანში, ჩხოუშში,აბასთუმანში, დავითიანში, შამგონაში, ყულიშკარსა და გრიგოლიშში,აღსანიშნავია რომ  8 ოქტომბერს ზემოთ აღნიშნულ სოფლებში"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"კანდიდატმა სანდრა ელისაბედ რულოვსმა გაიმარჯვა.
   გამგეობას დატოვებენ ყველა სამსახურისა და განყოფილების ის თანამშრომლები, რომლებმაც დღეს გაფრთხილება მიიღეს. სამსახურს დატოვებს გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მაია ღურწკაია და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გულიკო ჩიქობავა. გარდა ამისა გათავისუფლებულ თანამშრომელთა სიაში მოხვდნენ ადმინისტრაციული სამსახურის, სამხედრო სამსახურის, ურბანული განვითარებისა და საფინანსო სამსახურის თანამშრომლებიც.
  აღნიშნული ინფორმაციას ადასტურებს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თენგიზ შანავა. შანავას განცხადებით, გაფრთხილებული თანამშრომლები გამგეობას ზუსტად ერთი თვის შემდეგ დატოვებენ.         
 
                                                                                                                                                                                                             

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...