ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის ყოფილი უფროსი მაია ღურწკაია,სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მიზეზს უკავშირებს,ოდიშინიუსთან საუბარში აღნიშნავს რომ გამგეობიდან ის და მისი კიდევ რამდენიმე თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით არიან გათავისუფლებული, სია გადმოაგზავნა გუბერნატორმა შონიამ, მაია ღურწკაის თქმით,ის დღესვე შეხვდა იურისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს,ასევე წერილით მიმართა ამერიკის ელჩს ,იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდა ზუგდიდში არჩევნების დღეს კარუსელების დატრიალება და ამ ფორმით არჩევნების გაყალბება .მაია ღურწკაიას განმარტებით ის ამ დრომდე თავს იკავებდა ამ ფაქტის გახმაურებისგან, თუმცა, მისი თქმით, სამსახურიდან არაკანაონიერი გზით გათავისუფლებამ გადააწყვეტინა ეს ინფორმაცია საჯარო გაეხადა,ის ორშაბათს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას.