მთავარისიახლეებიპოლიტიკაგია ხუხაშვილმა ალექსანდრე ჯეჯელავა კომპანია „ორიფლეიმის“ მარკეტერებს შეადარა

გია ხუხაშვილმა ალექსანდრე ჯეჯელავა კომპანია „ორიფლეიმის“ მარკეტერებს შეადარა

Published on

    ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელზე, ალექსანდრე ჯეჯელავაზე კომენტარს აკეთებს. „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ხუხაშვილმა ჯეჯელავა კომპანია „ორიფლეიმის“ მარკეტერებს შეადარა:„ადამიანი არის იაფფასიან ეპატაჟზე ორიენტირებული. ქსელური მარკეტერები რომ არიან, აი, „ორიფლეიმის“, ოჯახში რომ აკაკუნებენ, მათი რიტორიკით მეტყველებს განათლების მინისტრი საქართველოში, სამარცხვინო მინისტრია. წარმოდგენა არა აქვს, რა არის განათლება. განათლების გარდა ყველაფერზე ლაპარაკობს. ამას აკეთებს იმ ფორმით, რომ რაღაც ადამიანებს მოეწონოთ მისი ფსევდოორიგინალური აზროვნება. საკუთრივ განათლების რეფორმაზე რატომ არ გველაპარაკება? იმიტომ რომ არ იცის და ლაპარაკობს ჩანთაზე, კომბლეზე, რაზეც ჩვენ სამზარეულოში ვილაპარაკებთ. განათლების მინისტრი ხარ შე კაი ადამიანო, ვიღაცა ხომ არა ხარ? საერთოდ მინისტრად ასეთი ადამიანის დანიშვნა წარმოუდგენელია რამეა და ამას ვერ ხედავს კვირიკაშვილი?“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
 

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო რეორგანიზაციას გეგმავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - მაკა ბოჭორიშვილის სამსახურში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმების...

მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილს 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების - "ახალის" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" პრესსამსახურებს, მირანდა ბაღათურიასა და...

შსს ოპოზიციური პარტიების პრესსამსახურების პატიმრობას ითხოვს

ვახო გომელაურის უწყება ოპოზიციური პარტიების პარტიების „ახალის" და „გირჩი-მეტი თავისუფლების" პრესსამსახურების, მირანდა ბაღათურიას და...

“საზმაუს სამარცხვინო ბორდის და მენეჯმენტის დიდი ხნის გეგმის მიხედვით – “რეალურ სივრცეს” ხურავენ” -ნინო ზაუტაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გათავისუფლებული ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ნინო ზაუტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის გადაცემას,...