მერვე მოწვევის პარლამენტი თავის პირველ მთავრობას დაამტკიცებს. რიგგარეშე სესია დღეს 12 საათზე დაწიყება. მინისტრთა კაბინეტს და მთავრობის პროგრამას – ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა”, დეპუტატებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილი, წარუდგენს. მთავრობაში ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით განხორციელდა. ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს. ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია გახდება. ინფრასტრუქტურის მინისტრი – ზურაბ ალავიძე. ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას კი ისევ კახა კალაძე დაიკავებს და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას – თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი, ვიქტორ დოლიძე.მთავრობის შემადგენლობაში აღარ იარსებებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. პრემერ-მინისტრის კანდიდატურას, მთავრობის სამოქმედო გეგმას და მთავრობას პარლამენტი ერთად უყრის კენჭს. ნდობის მისაღებად მთავრობას პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
სიახლეები
სიახლეები
შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...
სიახლეები
საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...
სიახლეები
ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...
სიახლეები
დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...