ვლადიმერ პუტინი:”რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება “

0
400
   რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება, – ამის შესახებ დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვებთან გეოგრაფიაში მცირე გამოცდა ჩაატარა და თავადვე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ სად მთავრდება რუსეთის საზღვრები.
    საზღვრების შესახებ საუბარი რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების პრემიის გადაცემის ცერემონიაზე შედგა, რომლის თავმჯდომარეც რუსეთის ლიდერია. მას ხუთი და ცხრა წლის ბავშვები გააცნეს, რომლებმაც ამ საგანში რამდენიმე ოლიმპიადაში გაიმარჯვეს. პუტინმა ერთ-ერთს ჰკითხა, სად მთავრდება რუსეთის საზღვრები. როდესაც ბავშვმა პასუხის გაცემა დაიწყო, პრეზიდენტმა მას საუბარი შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ „რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება“.
წინა სტატიარუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებთან ერთობლივი შეიარაღებული ძალების შესახებ დადებული შეთანხმების რატიფიკაციას ჯეიმს აპატურაი გამოეხმაურა
შემდეგი სტატია100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ტერაქტს ერაყში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური