რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებთან ერთობლივი შეიარაღებული ძალების შესახებ დადებული შეთანხმების რატიფიკაციას ჯეიმს აპატურაი გამოეხმაურა

0
408
   რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებთან ერთობლივი შეიარაღებული ძალების შესახებ დადებული შეთანხმების რატიფიკაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, ე.წ. შეთანხმება ეწინააღმდეგება ასევე რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს 2008 წლის შეთანხმების შესაბამისად. ”ეს ე.წ. „შეთანხმება“ არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას. ნატო-ს პოზიცია უცვლელი რჩება: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და საქართველოს მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – აცხადებს ჯეიმს აპატურაი.არსებული ინფორმაციით, რუსეთმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან გააფორმა ე.წ. ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესაძლოა, გალი სამხედრო ქალაქი გახდეს.
წინა სტატიათსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები ”აუდიტორია 115” პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი:”რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება “
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური