მთავარისიახლეებიმსოფლიოისრაელში დაკავებულია 8 ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია ტყის ხანძრების ხელოვნურად გაჩაღებაში

ისრაელში დაკავებულია 8 ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია ტყის ხანძრების ხელოვნურად გაჩაღებაში

Published on

ძლიერი ხანძრის გამო ისრაელის ქალაქ ჰაიფადან და მიმდებარე რაიონებიდან 60 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.  ისრაელის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრეები ლაპარაკობენ ხანძრის მინიმუმ  ათ კერაზე , რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ცეცხლი უბრალო დაუდევრობით ან სხვა ბუნებრივი მიზეზით არ გაჩენილა.
ტყის ხანძარმა, რომელსაც ბოლო 3 დღეა ებრძვიან ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში, დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია, მან შთანთქა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, თუმცა მოქალაქეები უკვე ევაკუირებული იყვნენ და მსხვერპლი არ არის. ოფიციალური ინფორმაციით საავადმყოფოებშია გადაყვანილი ჰაიფას 30 მცხოვრები, რომელთაც სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები აქვთ მიღებული. 
სახელმწიფოს დიდი ძალისხმევა დასჭირდა მისი ლოკალიზებისა და  დასახლებულ პუნქტებში შემდგომი გავრცელების შეჩერებისათვის. ხანძრის ჩაქრობაში ისრაელის ავიაციასთან ერთად ჩართული იყო საბერძნეთიდან და კვიპროსიდან გამოძახებული თვითმფრინავებიც. 
მიუხედავად იმისა, რომ აალების თითქმის ყველა კერა  ლიკვიდირებულია ან ლოკალიზებული, ათი ათასობით ადამიანი ვერ ბრუნდება სახლებში, რადგან არსებობს განმეორებითი აალების რეალური შესაძლებლობა
ისრაელის ხელისუფლება შესაძლო დივერსიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ გამოძიება დაადგენს, რომ ხანძარი მიზანმიმართულად იყო გაჩენილი, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას მიანიჭებენ.
პორტალი ynet – ის ცნობით, ამ დროისათვის დაკავებულია 8 ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია დივერსიაში  –  ხანძრის ხელოვნურად გაჩაღებაში. 
 

სიახლეები

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...

კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა. ის...

რუსებო, მონებო – ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა

ქართული ოცნების მთავრობის წევრები 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ. მათ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. პარალელურად, გვიან...

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა | 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ...