მთავარისიახლეებისამართალიინტერპოლი უახლოეს მომავალში გიგა ოთხოზორიას მკვლელის წითელი ცირკულარით ძებნას დაიწყებს

ინტერპოლი უახლოეს მომავალში გიგა ოთხოზორიას მკვლელის წითელი ცირკულარით ძებნას დაიწყებს

Published on

ინტერპოლი   გიგა ოთხოზორიას მკვლელის ძებნას  წითელი ცირკულარით უახლოეს მომავალში დაიწყებს. – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა  გიორგი მღებრიშვილმა  პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი მიმართვა ინტერპოლში უკვე გაგზავნილია ამასთან მკვლელის დაკავებასა და გადმოცემაზე მოლაპარაკებები   ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებშიც მიმდინარეობს.
”ეს ტერიტორია, რომ უკონტროლოა ახალი არ არის,  ამიტომ  ამას  სხვა პროცედურები სჭირდება, მოლაპარაკებები   მიმდინარეობს და შედეგებს უნდა დაველოდოთ”, – მიმართა მღებრიშვილმა დეპუტატებს. 
გიგა ოთხოზორია ხურჩაში 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი ამჟამად დაკავებული არ არის. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...