მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მღებრიშვილი:"გაზრდილ კრიმინალზე ზეპირად საუბარი ჭორაობას გავს"

გიორგი მღებრიშვილი:”გაზრდილ კრიმინალზე ზეპირად საუბარი ჭორაობას გავს”

Published on

  შს მინისტრობის კანდიდატ გიორგი მღებრიშვილის აზრით, გაზრდილ კრიმინალზე ზეპირად საუბარი ჭორაობას ჰგავს. როგორც მღებრიშვილმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილი არ არის.
  „კითხვა შეეხებოდა გაზრდილ კრიმინალს. ამ ფორმატში ამ კითხვის დასმა ჩემთვის ახალი არ არის. როდესაც გაზრდილ კრიმინალს ახსენებთ, იქნებ ციფრები მოგვიყვანოთ?! მე მზად ვარ, რომ ნებისმიერი ციფრები წარმოგიდგინოთ იმის თაობაზე, რომ კრიმინალი გაზრდილი არ არის ქვეყანაში. ზეპირად საუბარი, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ჭორაობას ჰგავს. დავიღალეთ… კითხვა იყო თუ ბრალდებები ვეღარ ვარკვევ, მე თავის მართლებას არ ვაპირებ, პირდაპირ გეუბნებით, რომ საქართველოში კრიმინალი გაზრდილი არ არის და ამის ციფრებს მე თქვენ წარმოგიდგენთ თუ თქვენ მეტყვით, რა ნაწილშია გაზრდილი კრიმინალი. რაც შეეხება სტატისტიკას, სტატისტიკა კვარტალში ერთელ მიეწოდება საქსტატს და თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ, თუ გაინტერესებთ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...