ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურგენ სართანია და მშენებლობის სამსახურის უფროსი ჯაბა არდია თანამდებობებიდან გაათავისუფლეს

0
445
  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურგენ სართანია და მშენებლობის სამსახურის უფროსი ჯაბა არდია თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. "ოდიშინიუსი" დაუკავშირდა  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მშენებლობის სამსახურის  ყოფილ უფროსს ჯაბა არდიას,მისი თქმით, სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გუშინ შეიტყო .
ჯაბა არდიამ განაცხადა, რომ მის განთავისუფლებაში პოლიტიკურ ნიშნებს ვერ ხედავს და არც ახალი გამგებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
"ოდიში ნიუსის" ზარს არ უპასუხა გურგენ სართანიამ ,ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსის თენგიზ შანავას განმარტებით, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი გამგებლის არჩევასთან დაკავშირებით, ყველა თანამდებობის პირს უწყდება უფლებამოსილება. რის შემდეგაც, გამგებელი თავისი შეხედულებისამებრ წერს ბრძანებებს დანიშვნებთთან დაკავშირებით.
 
წინა სტატიაიაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არის ცუნამის საფრთხე
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზურაბ გამეზარდაშვილმა თანამდებობა დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური