დილის 11:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება უზენაესი სასამართლოს სხდომა სამაუწყებლო კომპანია ,,საქართველოს'' საქმეზე. რუსთავი 2-ის იურისტებმა, რომლებიც მოსამართლეების ასისტენტებს ესაუბრნენ, ჯერაც ვერ მიიღეს პასუხი რა სტადიაშია განხილვის პროცესი და როდის გამოცხადდება კოლეგიის გადაწყვეტილება.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მაქსიმუმ 2017 წლის 25 იანვარს უნდა გამოიტანოს, რადგან სწორედ 25 იანვარს ეწურება საქმის განსახილველად კანონით გათვალისწინებული 6 თვიანი ვადა. შესაბამისად, საქმეზე გადაწყვეტილება სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ 25 იანვრამდე ნებისმიერ დღეს შიძლება გამოიტანოს.
შეგახსენებთ, რომ სხდომები მხარეებისთვის დახურულია და წარდგენილ მასალებს სამი მოსამართლე სწავლობს.