რა მოხდა დღეს უზენაეს სასამართლოსთან და რა ,,პრიორიტეტებში აჭრაზეა” საუბარი ?

0
416
რუსთავი 2 – ის გენერალური ნიკა გვარამია თავის ფეისბუქგვერდზე ვერ მალავს უკმაყოფილებას იმით, რომ დღეს უზენაეს სასამართლოსთან გამართულ აქციაზე გაცილებით ნაკლები ხალხი მივიდა ( ზოგიერთი მონაცემით – 127 ადამიანი) , ვიდრე ყველა სხვა წინამორბედ აქციაზე. ,,ვიღაცის ჯინაზე თუ ზიზღით რ2–ის აქციაზე რომ არათუ არ წახვალ, არამედ გულსაც მოიფხან, რა ცოტა ხალხი მივიდაო – ან პრიორიტეტებში ხარ აჭრილი, ან ფსიქიკაში. ასეა ეს და არ ჭირდება მტყუან-მართალის გარჩევა. '' – წერს იგი.
,,რუსთავი 2-ის დასაცავად არ წასვლა შეცდომაა ნამდვილად, მაგრამ შეცდომაა ეს პოსტიც და ზოგადად ჯობდა მეტი სახალხოობა შეგემატებინათ ტელევიზიისთვის. ასე ძალიან გაუცხოვდებით და ხალხი თავის ტელევიზიად კი არ აღგიქვამთ, არამედ რაღაც სნობური ჯგუფის ტელევიზიად და თქვენი დაცვის სურვილი ქვეცნობიერში არ უჩნდება. დაფიქრება კი ნაკლებად გვიყვარს ქართველებს, ჩვენ ხომ ემოციებით ვცხოვრობთწერს პასუხად ერთერთი ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი კ – ია/
ლევან ყუბანეიშვილი: ,,დღესაც ვიყავი აქციაზე ( ,,ახალისაქართველო ) "გუშინაც" , იმის "წინაც" , ხვალაც ვიქნები და თუ საჭირო იქნება ვიბრძოლებ ყველა დასაშვები ხერხით , მაგრამ …… არის ერთი დიდი მაგრამ ….. სანამ ჩერგობოკერია ქნება რუსთავი 2 – ის მთავარი "დამცველი" მანამდე იდგება 70 კაცი აქციაზე. ფაქტი და მოცემულობაა.''
,,ყველამ უნდა დაიცვას რ2, რასაკვირველია, უყოყმანოდ…თუმცა, ასეთ ხალხს არ უნდა ეძახო ბელადომანები, ბნელები, კერპთაყვანისმცემლები, სასარგებლო იდიოტები და სხვა…ამის გამკეთებელი  "დამაზარალებელია" რ2-ორისთვის''. (ამირან ლ – იძე)
 ,,დღეს ვერ გამოვედი , სხვა დროს აუცილებლად ვიქნები. არ მგონია, ნიკა, რომ თქვენი პოსტი სწორია. შეუძლებელია საჯარო პირებმა ადამიანებს უწოდოთ ყველაფერი, რაც პირზე მოგადგება . ჩაიდინო გაუგონარი ამბავი – დაგმო საკუთარი მხარდამჭერი და მერე ისინი გეგონოს ისეთი ზე ადამიანები, რომ ამ ყველაფერს დაივიწყებენ და ერთი ხელის დაქნევაზე მოირბენენ სადმე. საქმე საქმეზე რომ მიდგება, მაქვს ეჭვი, სწორედ ეს ხალხი დადგება იქ ბოლომდე ყველა ძალის პირისპირ. ასე რომ ნიკა, კარგი იქნება თუ ნაადრევ დასკვნებს არ გამოიტანთ და ამის გამო, თქვენს დამცველებს სულ ტყუილუბრალოდ არ აწყენინებთ ( ეკა ჯ – ია) 
,,ამათ ხალხი მართლა ნახირი გონიათ. დაუძახებ მოდი- მოვა, აუქნევ სახრეს – წავა. მთელი გულით ჯერავთ, რომ ხალხი ბიდლოა. ამიტომ გველაპარაკება ასე. არავითარი პატივისცემა, აგდებული, ამპარტავნული ტონი. ყოჩაღ! ასე გააგრძელეთ!'' ( პ.ლომაძე)
არის სხვა ტიპის პოსტებიც: ( მაგალითად, ,,ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმა" თქვენს გვერდითაა! ჩვენი ეთერი მუდამ ღიაა კოლეგებისთვის! მოვუწოდებთ სხვა ტელევიზიებსაც თანადგომისაკენ და სოლიდარობისაკენ! – დავით კორახიშვილი), მაგრამ მათი რაოდენობა გასაგებ მიზეზთა გამო გაცილებით მცირეა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის იმ ამომრჩევლებისა, რომელთა პროტესტი გამოიწვია პარტიის ლიდერშიფის ერთი ნაწილის მცდელობამ  როგორც მინიმუმ თავად მიიწერონ ხმები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოწოდებით მიიღეს ხალხისგან.
ამაზე ლაპარაკობს გიორგი ონიანიც თავის ფეიბუქ გვერდზე: ,, წავიკითხე ჩემთვის პატივსაცემი ადამიანების პოსტები, სადაც გულისწყრომას გამოხატავდნენ იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც არ ისურვეს დღევანდელ აქციაზე მოსვლა. რა თქმა უნდა, არავის ,,ჯინზე" არ შეიძლება უარი თქვა სიტყვის თავისუფლების ან სხვა მნიშვნელოვანი ღირებულების დაცვაზე (მათ შორის მოქალაქეთა არჩევანის),  თუმცა ასევე რთულია არ გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. როდესაც რამდენიმე თვის წინ მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ბარიკადებით მოგვიწევდა რუსთავი ორის დაცვა და  ივანიშვილი ყველაფერზე წავიდოდა სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად, რამდენიმე ,,პრადვინუტმა'' საჯაროდ გაკიცხა იგი და დაამატა, რომ თავი შეიკავონ ქვეყნის გარედან ,,ინსტრუქციების გაცემისგან" , ვინაიდან თვითონ უკეთ იციან, როგორ დაიცვან ეს არხი. ასე რომ , პასუხისმგებლობას ნუ გადავისვრით მხოლოდ რიგითი მოქალაქეებისკენ, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველა ასეთი საჯარო გამოსვლის ავტორმა'' -წერს გიორგი  ონიანი.
 
 
 
წინა სტატიაუზენაესი სასამართლოს სხდომა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე ამ დრომდე გრძელდება
შემდეგი სტატიაგენერალური შტაბის ხელმძღვანელად ვლადიმერ ჩაჩიბაია ინიშნება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური