მთავარისიახლეებიპოლიტიკაკვიციანი ტყიდან პარლამენტში ციხის გავლით – ვინ გახდება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის...

კვიციანი ტყიდან პარლამენტში ციხის გავლით – ვინ გახდება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე?

Published on

პარლამენტში თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის გარდა ყველა კომიტეტი დაკომპლექტებულია.  რამდენიმე დღეში გაირკვევა, ვინ იქნება  თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი აბესაძე ნაციონალური მოძრაობიდან თუ  ემზარ კვიციანი პატრიოტთა ალიანსიდან.  ოპოზიციის კვოტა პატრიოტთა ალიანსსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის შეთანხმების საფუძველზე უნდა შეივსოს.
ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ამ პოზიციაზე  ემზარ კვიციანის არჩევა საზიანო იქნება ქვეყნისთვის , რადგან იგი რუსული ინტერესების გამტარებელია.
ირმა  ინაშვილის თქმით კი, სახელმწიფოსთვის საფრთხეს არა ემზარ კვიციანი,  არამედ ნაციონალური მოძრაობის დეპუტაცია წარმოადგენს: „ემზარ კვიციანი არის ის ადამიანი, რომელიც კოდორს იცავდა და იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არანაირ საფრთხეს ემზარ კვიციანი სახელმწიფოსთვის არ წარმოადგენს. სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს  ნახიონალური მოძრაობის წარმომადგენლობა პარლამენტში, რომელიც თავდაცვის და სხვა კომიტეტებში ნაწილდება დღეს. ეს ხალხი ყიდდა საქართველოს,“ – აცხადებს იგი. 
რაც შეეხება თავად კვიციანს, იგი ასე ეხმაურება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ პატრიოტთა ალიანსსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის შედგეს შეთანხება და ერთი კანდიდატურა იყოს დასახელებული,  გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ერთი კვოტა გააჩნია. გადაწყვეტილება ,„დანაწილება რად უნდა მაგას ხო? აქ არის არჩევნები, ვისაც მისცემენ მე ხმას, ის გავა. რომელი კომიტეტიც არ უნდა იყოს. კომიტეტის წევრები ირჩევენ მოადგილეებს. მე არ მქონია არავისთან არანაირი კონსულტაცია და არც ვაპირებ,“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
განცხადებას აკეთებს მეორე კანდიდატიც ირაკლი აბესაძე. 
„ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, მოადგილის თანამდებობაზე დასახელდება ჩემი კანდიდატურა. მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ოცნება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს გუნდის სასარგებლოდ, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურის მშენებლობის,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...