მთავარისიახლეებისაზოგადოებაძლიერმა ქარმა მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში...

ძლიერმა ქარმა მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში ამ დრომდე შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება

Published on

დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება, მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.  წუხანდლიდან ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება ზუგდიდის რიგ  სოფლებს და ქალაქის უბნებს, რთული ვითრებაა სენაკში და მთელ დასავლეთ საქართველოში.
ამასთან დაკავშირებით  „ენერგო-პრო ჯორჯია“  ავრცელებს ინფორმაციას, რომ  კომპანიამ პირველივე შეტყობინებებზე ოპერატიულად მოახდინა რეაგირება და დაზიანების ადგილებზე გაიყვანა ტექნიკური სამსახური  და დამატებითი მობილური ბრიგადები, მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკაც და ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში  განაგრძობს მუშაობას უამინდობით მიყენებული ზიანის დროულად აღმოფხვრის მიზნით.
,,განსაკუთრებით  რთული მდგომარეობაა ქუთაისის, სამტრედიის, ხონის, ვანის, წყალტუბოს, ზუგდიდისა და სენაკის  რაიონებში''' – ნათქვამია ენერგო-პრო ჯორჯიას განცახდებაში 

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...