მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასამთავრობო ორგანიზაციები რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაეს სასამართლოს, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაეს სასამართლოს, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ

Published on

  არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია ექსპერტები რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაეს სასამართლოს, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ.უფლებადამცველების აზრით, სამაუწყებლო კომპანიის გარშემო მიმდინარე დავა ქვედა ინსტანციებში პოლიტიკურად მოტივირებული იყო.„არა ერთი კითხვა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი სინამდვილეში ატარებდა გარკვეულწილად რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მიმართულებით მცდელობის ნიშნებს და ამ მიმართულებით ცხადი იყო პოლიტიკური დაინტერესება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების."ძალიან მნიშვნელოვანია, შევხედოთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმედი გვაქვს, რომ ისეთი დარღვევები, რასაც წინა ეტაპზე ჰქონდა ადგილი, აქ აღარ იქნება,“ – განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.მესამე სექტორი მიიჩნევს რომ, უზენაესმა სასმართლომ თავისი გადაწყვეტილებით ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება და მედია დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოს.
  „დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციური არხის შევიწროება არ მოხდება სასამართლოს ხელით. რა თქმა უნდა, ჯობდა ეს სხდომა ყოფილიყო ღია, ვინაიდან საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი. სამწუხაროდ სხდომა დახურულია, თუმცა სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მანამდე თავს შევიკავებთ სასამართლოს კრიტიკისგან და იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლოს ხელით არ მოხდება საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა,“ – აცხადებს იურისტი ბაია პატარაია.

 

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...