მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზეთის პარლამენტის სპიკერი განაწყენებულია: რა კონფედერაციაზეა საუბარი? განა რუსეთმა არ იცის...

აფხაზეთის პარლამენტის სპიკერი განაწყენებულია: რა კონფედერაციაზეა საუბარი? განა რუსეთმა არ იცის აფხაზი ხალხის ისტორიული არჩევანი?

Published on

სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ წერილით მიმართა რუსეთის ფედერაციის გოსდუმის თავმჯდომარეს ვიაჩესლავ ვოლოდინს. იგი შეშფოთებულია გოსდუმის დსთ ქვეყნების, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, რომელშიც საუბარია იმის შესახებ,  რომ  ტერიტორიული დავის გადაწყვეტისადმი  მოლდოვური მიდგომა მაგალითად უნდა იქცეს საქართველოსა და უკრაინისათვისაც.
,,კალაშნიკოვი ამბობს, რომ, თუკი მოლდოვამ დნესტრისპირეთის კონფლიქტს გადაწყვეტისათვის ქვეყნის მოწყობის კონფედერაციული მოდელი შემოიღო და ამავე დროს გეზი აიღო რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებაზე, ეს შეიძლებაკონფლიქტის გადაწყვეტის ნიმუშად  გამოადგეს საქართველოსა და უკრაინასაც. – წერს ბგანბა – მაგრამ აფხაზმა ხალხმა  უკვე გააკეთა თავისი  ისტორიული არჩევანი – ეს არის სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობა, რასაც მივაღწიეთ დიდი მსხვერპლის ფასად – მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე მიმდინარე ეროვნულ – გამათავისუფლებელი ბრძოლით, რომელიც დაგვირგვინდა აფხაზი ხალხის გამარჯვებით 1992-1993 წლების სამამულო ომში ქართველი ოკუპანტების წინააღმდეგ, რასაც მოყვა აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარება რუსეთს ფედერაციისა და როგიო სხვა ქვეყნების მიერ 2008 წელს და შემდგომ პერიოდში. ვის სჭირდება და ვის წისქვილზე ასხამს წყალს ამგვარი განცხადებები, რა კონფედერაციაზეა საუბარი? კალაშნიკოვის განცხადება არ შეეფერება ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და შეიძება უარყოფითად აისახოს მათ შემდგომ განვითარებაზე.''
 

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...

ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ 27 დეკემბერს გაიმრთება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ,...

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა, დღეს 18:00 საათისთვის დაანონსა. ზურაბიშვილი სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის...

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...