2 016 წლის 13-19 ნოემბერს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის (IOI) რიგით მე-11 მსოფლიო კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით „ომბუდსმენის ინსტიტუტის ევოლუცია“, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე და სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლარა ჯამარაული ესწრებოდნენ.საქართველოს სახალხო დამცველის დელეგაცია კონფერენციის ფარგლებში დაესწრო საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის (IOI) გენერალურ ასამბლეას, სადაც განიხილეს ორგანიზაციის ანგარიში, სტრატეგია და აირჩიეს ახალი აღმასრულებელი კომიტეტი. დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს აზიისა და ევროპის ომბუდსმენთა რეგიონულ შეხვედრებში, რომელთა წევრი საქართველოს სახალხო დამცველიც არის.
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის კონფერენციას ესწრება
Published on