მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტში დეპუტატებმა 15 კომიტეტის თავმჯდომარე დაამტკიცეს

პარლამენტში დეპუტატებმა 15 კომიტეტის თავმჯდომარე დაამტკიცეს

Published on

    დეპუტატებმა 15 კომიტეტის თავმჯდომარე დაამტკიცეს. კანონმდებლებს საკომიტეტო განხილვების დაწყება უკვე შეუძლიათ.
    აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია იქნება, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სოფო კილაძე უხელმძღვანელებს, განათლებისა მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება მარიამ ჯაში. რაც შეეხება გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს, მისი თავმჯდომარე კახა კუჭავა იქნება, ხოლო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ რომან კაკულია აირჩიეს.დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ზვიად კვაჭანტირაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე კვლავ ირაკლი სესიაშვილი იქნება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ეკა ბესელია უხელმძღვანელებს.რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება გიორგი ლილუაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა იქნება, საპროცედურო კომიტეტს უხელმძღვანელებს გიორგი კახიანი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე იქნება.რაც შეეხება სპორტის კომიტეტს, მას მიხეილ ყაველაშვილი უხელმძღვანელებს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კი აკაკი ზოიძე იქნება.
 

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...