მთავარისიახლეებისაზოგადოებასოზარ სუბარის არითმეტიკა: 115 ღირსეული და 35 უღირსი ადამიანი პარლამენტში

სოზარ სუბარის არითმეტიკა: 115 ღირსეული და 35 უღირსი ადამიანი პარლამენტში

Published on

ახალი მოწვევის პარლამენტს 150 წევრი ჰყავს, თუმცა სოზარ სუბარი მათი დიფერენციაციის ორიგინალურ პრინციპს სთავაზობს საზოგადოებას: „სამ ნაწილად იყოფა პარლამენტის შემადგენლობა, საიდანაც 115 ნამდვილად ღირსეული ადამიანია. ამ ადამიანებზე შემიძლია დაგიდასტუროთ და ამ 115 კაცს აქვს ძალიან დიდი ამოცანა, რომ უზრუნველყოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის სტაბილური განვითარება,“ – განაცხადა მან მედიასთან საუბარში.
სხვაგვარად აფასებს პარლამენტის ახალ შემადგენლობას  “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი:

,, მე-9 მოწვევის პარლამენტი მე-8-სგან განსხვავებული იქნება თუნდაც იმით, რომ წინა  პარლამენტში იყვნენ პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც ჰქონდათ რეპუტაცია და „ბიძინა ივანიშვილმა გაწმინდა „ქართული ოცნებაც“ კი, პოლიტიკური ფიგურებისგან“. 
„ამ მოწვევის პარლამენტს აქვს სერიოზული გამოწვევები და ქვეყანას აქვს სერიოზული გამოწვევები. საკმაოდ სერიოზულ პრობლემებია კრიმინალის, კორუფციის მიმართულებით. ამის წინააღმდეგ მოგვიწევს ბრძროლა და ეს უნდა იყოს შეჩერებული. გარდა ამისა, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული ძალაუფლება, რომელიც არ არის პროპორციული იმ ხმების, რომელიც აიღო. ჩვენ რამდენიც ვართ, იმდენი ვიბრძოლებთ არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ მის გარეთ“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
 
 
 
 

სიახლეები

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...