მთავარისიახლეებიპოლიტიკაქუთაისში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა

ქუთაისში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა

Published on

საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. რეგისტრაცია პარლამენტის 141-მა წევრმა გაიარა.
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, მისი ხუთწუთიანი გამოსვლის საკვანძო საკითხები იყო ახალარჩეული პარლამენტის ძირითადი გამოწვევები და  საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
პრეზიდენტის მთავარი გზავნილების არსი შემდგომში მდგომარეობს: 
არჩევნები შედგა, მეტ-ნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში 
უნდა გადაიხედოს კონსტიტუცია გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაზე აქცენტირებით, რადგან   ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი
აუცილებელია  მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიისა და   ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავება  ევროკავშირის მისიის ჩართულობით,
მმართველმა ძალამ უფრო აქტიურად და თამამად უნდა იმოქმედოს  ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად.
უნდა განახლდეს  ფართომასშტაბიანი დიალოგი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით
ქვეყნის პრიორიტეტად რჩება  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება დეოკუპაცია 
არავის არც ქვეყნის შიგნით, არც მის ფარგლებს გარეთ არ უნდა დარჩეს კითხვები საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით
პრეზიდენტი მზადაა სარეზერვო ფონდიდან დააფინანსოს პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა საადვოკატო მომსახურება
საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა გადაეცა პარლამენტის უხუცეს წევრს რევაზ არველაძეს,  რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე პირველ სხდომას წარუძღვება.
პარლამენტის პირველივე სხდომაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევენ. სიითი შემადგენლობის უმრავლესობით კი, დეპუტატები პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს და ვიცე-სპიკერებს დაამტკიცებენ. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევით დასრულდება.

ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სხვა რელიგიური კონფესიების უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...